სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
მასწავლებლის
სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ნათია კალანდაძე
საგანი: ისტორია
სწავლების საფეხური/კლასი: VIIIა
თარიღი:
02.06.23
მოსწავლეთა რაოდენობა: კლასში 22 მოსწავლეა/კლასში არის 1 სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე
საკითხი/ქვესაკითხი
,,ქართული სამეფო-სამთავროები
XVI საუკუნეში ისლამური იმპერიების გარემოცვაში“- ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამცხე-საათაბაგო
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები იმსჯელებენ და გაანალიზებენ, თუ როგორ უმკლავდებოდნენ ქართული სამეფო-სამთავროები ისლამური იმპერიების აგრესიას, რამ გამოიწვია საქართველოს დაშლა სამეფო სამთავროებად.
სამიზნე ცნებები და მათთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:
ისტორიული მოვლენა/პროცესი
Ø ყველა ისტორიულ მოვლენას აქვს თავისი მიზეზი/მიზეზები
და შედეგი/შედეგები
Ø ისტორიკოსები ხშირად კამათობენ ისტორიული მოვლენების
მიზეზებსა და შედეგების შესახებ
Ø ზოგიერთ ისტორიულ მოვლენას ლოკალური, ზოგს
კი გლობალური მნიშვნელობა აქვს
Ø ისტორიული ფაქტები და მოვლენები ტიპოლოგიურად
შეიძლება დაჯგუფდეს პოლიტიკური,სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ნიშნით.
წყარო/ინტერპრეტაცია
Ø ინფორმაციას წარსულის შესახებ ისტორიკოსები
წყაროებიდან იღებენ
გაკვეთილის მიზანი:
ყველა აქტივობა, რომელიც დავგეგმე და სათავეს იღებდა გაკვეთილის მიზნიდან,ესგ-დან გამომდინარე,სწორედ ამიტომ შევარჩიე სხვადასხვა ალტერნატიული მეთოდი და ბოლოს მოვახდინე გაკვეთლის ჩატარებდამდე მიზნობრივად დახარისხება.პრიორიტეტი შევაჩერე იმ მეთოდებზე რომელიც სრულად ასახავდა კომპლექსური დავალების პირობას, ნაბიჯებს და შექმნილი პროდუქტების წარდგენას შესაბამის გაკვეთილზე.
მრავალფეროვანი მეთოდების არსებობამ,რომელიც ზუსტად გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა
ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებზე:
· შექმნა კლასში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი,რომელსაც ადასტურებდა მოსწავლეთა მხრიდან დამოუკიდებელი მუშაობა.
·
ცალკე გამოვყოფ კომპლექსური დავალების პირობას და
სტრუქტურას, ჯგუფების მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებს, რომელმაც ხელი შეუწყო პრობლემის
იდენტიფიცირებას და გადაჭრის გზების ძიებას.
·
კომპლექსური
დავალების პირობა იყო შემდეგი:
წარმოიდგინეთ, რომ ხართ მიწვეული ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციაზე
სახელწოდებით ,,ისტორია იწყება ჩვენით“.
კონფერენციაზე ახალგაზრდა მეცნიერები წარდგებიან გუნდურად, ჯგუფების სახით, სადაც თავად ჰყავთ შერჩეული პრეზენტატორები, რომელთა მეშვეობით წარმოადგინეს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგი. წარმოჩენილი იქნა შემდეგი თემატიკა ,,ქართული სამეფო-სამთავროები XVI საუკუნეში ისლამური იმპერიების გარემოცვაში“- ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამცხე-საათაბაგო.
N1 ჯგუფი
საგამომცემლო სახლი ,,ისტორიანი“
თემა: ,,ქართული სამეფო-სამთავროები XVI საუკუნეში
ისლამური იმპერიების გარემოცვაში“- ქართლი
ამ ორგანიზაციის დამფუძნებლებმა თავად შექმნეს
ხელნაკეთი წიგნი სახელწოდებით ,,გმირები უკვალოდ
არ იკარგებიან“. მათი მიზანი იყო მოახდინათ
წიგნის პრეზენტაცია და დააფუძნონ მოსწავლეთა
კონფერენცია საბაზო საფეხურზე სახელწოდებით ,,ისტორია
იწყება ჩვენით“, რომელიც გაიმართება ყოველი წლის გაზაფხულზე, სადაც მონაწილეობას
მიიღებენ სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები.
N2 ჯგუფი
ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოება ,,ერი
და ისტორია“.
თემა: ,,ქართული სამეფო-სამთავროები XVI საუკუნეში
ისლამური იმპერიების გარემოცვაში“- კახეთი აღნიშნულმა ჯგუფმა პრეზენტაცია წარმოადგინეს power point-ის პროგრამის მეშვეობით.
N3 ჯგუფი
სამეცნიერო საზოგადოება ,,ისტორიის გზაგასაყარზე“
თემა: ,,ქართული სამეფო-სამთავროები XVI საუკუნეში
ისლამური იმპერიების გარემოცვაში“- სამცხე-საათაბაგო
აღნიშნული
ჯგუფი პრეზენტაციას წარმოადგინეს power
point-ის პროგრამის მეშვეობით.
N4 ჯგუფი
საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის ახალგაზრდა
მეცნიერთა გუნდი.
თემა: ,,ქართული სამეფო-სამთავროები XVI საუკუნეში
ისლამური იმპერიების გარემოცვაში“-იმერეთი, ტყვეთა სყიდვის დოკუმენტი.
ახალგაზრდა მეცნიერებმა წარმოადგენეს მათ მიერ
აღმოჩენილ წყარო,განიხილეს და შესაბამის დასკვნები გამოიტანეს მის მნიშვნელობასთან
დაკავშირებით.
მოსწავლემ,
როგორც მეცნიერთა ჯგუფის წევრმა, ამოიცნო ტყვეთა სყიდვის ფოტო კასტელის ალბომიდან, რომელიც
მოათავსა წარმოდგენილ წყაროზე.
·
გაკვეთილის
მიზნის მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს რეფლექსიის დროს მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი
ალტერნატიული გზა კონკრეტული ისტორიული ფაქტებთან მიმართებით.
,,მზის ქრონოლოგიური საათი" მოხსენება power- point
,,მზის ქრონოლოგიური საათი" წარდგენილია კონფერენციაზე
,,გაასამართლე ისტორიული პიროვნება"
,,გახდი ჟურნალისტი ისტორიის გაკვეთილზე"-თეზისი
,,გახდი ჟურნალისტი ისტორიის გაკვეთილზე" power-point
სამოდელო გაკვეთილი: ,,კულტურის ძეგლები აფხაზეთში"
სამოდელო გაკვეთილი, ,,კულტურის ძეგლები აფხაზეთში'' რეფლექსია
2. სამოსი თითოეული კუთხის დამახასიათებელი ელემენტებით გამოირჩევა
Комментариев нет:
Отправить комментарий