Страницы

,, კულტურული მემკვიდრეობა და ჩვენ" ქუთაისის N15 საჯარო

ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, აგებული 1003 წელს, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისშიუქიმერიონის გორაზე. ძეგლი წარმოადგენს ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძარს, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ასევე ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობითაც.


ბაგრატის ტაძარი (ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი) მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირთან აღმართულ კლდოვან ბორცვზე, რომელსაც უქიმერიონს უწოდებენ. ქალაქი ქუთაისი ისტორიულად ორ ნაწილად იყოფოდა: ზედა და ქვედა ნაწილებად, ბაგრატის ტაძარი სწორედ ქალაქის ზედა ნაწილში მდებარეობდა და საფორტიფიკაციო ნაგებობებში იყო ჩაფლული.


აღსანიშნავია, რომ ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომელმაც 2003 წლიდან მოყოლებული ხუთი წლის განმავლობაში აწარმოებდა აქრეოლოგიურ გათხრებს საკუთრივ ტაძრის ინტერიერ-ექსტერიერში, ადამიანის ზემოქმედების კვალი ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანიდან აღმოაჩინა. გაირკვა, რომ დღევანდელი ბაგრატის ტაძარი რამდენიმე ნაგებობაზეა დაშენებული, უძველესი შენობა სავარაუდოდ წინარეანტიკური ხანით თარიღდება, თუმცა ყველაზე საინტერესო მე-6 საუკუნის უზარმაზარი ბაზილიკის ნაშთია, რომლის სიგრძე 30 მეტრს უდრის, ხოლო სიგანე 25 მეტრს, სავარაუდოდ ის სპარსელებმა დაანგრიეს. აქვე აღმოჩნდა მე-7-მე-8 საუკუნის ახალი ტაძარი ე.წ. „ქუთათისის საყდარი“, რომელიც სავარაუდოდ წყაროებში ნახსენები ის ტაძარი უნდა იყოს, სადაც ქართლის ერისმთავარი სტეფანოზი იყო დაკრძალული. ბაგრატის ტაძრის ზოგი კედელი სწორედ ძველ ნაგებობებზეა დაშენებული.


ბაგრატის ტაძარი-ის სურათის შედეგი


ბაგრატ III ბაგრატიონმა (978-1014 წ.), რომელიც იწოდებოდა „აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა“ მეფედ, გააერთიანა ყველა ქართული მიწა (გარდა თბილისისა) და ერთიანობის სიმბოლოდ ქუთაისში (რომელიც 978-1122 წლებში საქართველოს დედაქალაქი იყო) ააგო გრანდიოზული საკათედრო ტაძარი, რომელსაც ხშირად „ბაგრატის ტაძრად“ მოიხსენიებდა ხალხი. ქუთათისის კათედრალი ბაგრატ III-ისა და მისი დედის-ეგრის-აფხაზეთის მეფის გიორგი II ის ასულის გურანდუხტ დედოფლის შემწეობით აშენდა, რასაც გვამცნობს ამავე ტაძრის კედლებზე არსებული წარწერები. ქუთაისის დიდებული ტაძარი ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის სახელზე აკურთხეს. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: „აქა აღაშენა ბაგრატ ყოვლად წმიდისა ეკლესია შუანიერი, გუმბათიანი, სრულიად სოფიის კენჭით შინაგან ქმნული და მარმარილოთა სპეტაკითა, წითლითა და ჭრელითა და სუეტებითვე მისითავე და ყოვლითა შემკობილებითა სრული და ფრიად დიდი“.

ბაგრატის ტაძრის სამშენებლო წარწერა
ბაგრატის ტაძრის წარწერიდან ჩანს, შენობა დასრულებულა 1003 წელს: „ოდეს განმტკიცნა იატაკი. ქორონიკონი იყო 223“ ამბობს წარწერა. აღსანიშნავია, რომ თარიღი წარწერაში არაბული ციფრებით არის მოცემული, რაც არაბული ციფრების ხმარების უადრესი შემთხვევაა საქართველოში. იქვე არის მეორე წარწერა: „ჰოი მეუფეო, მფლობელო ყოველთა სუფევათაო, უმეტეს ადიდე ძლიერი ბაგრატ კურაპალატი, აფხაზთა და ქართველტა მეფე, თანა მამით, დედით, დეოფლით და ძით მ(ათით)...ამინ“. აღმოსავლეთის ფასადზე კი სარკმელის თავზე მოთავსებული წარწერა შემდეგი შინაარსისაა: „ქ. შეწევნითა ღმრთისათა, ბაგრატისაგან, ნებითა ღმრთისათა და ქართველთა მეფ(ისა)თისა გურანდუხტ დედოფლისა აღეშენა წმიდაი ესე საყდარი ხელითა...“ (წარწერა წყდება).


კურთხევა როგორც ჩანს გრანდიოზულ ვითარებაში ჩატარდა, მოწვეული იყო მრავალი საპატიო პირი. ძველი ქართველი მემატიანე გვამცნობს: „აკურთხა ეკლესია ქუთათისა განგებითა დიდითა და მიუწდომელითა. რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი და კათალიკოსნი, მღვდელთმოძღუარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღუარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქუემონი მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი და სხუათა ყოველთა სახელმწიფოთანი“, როგორც ჩანს ამ მასშტაბურ ზეიმს უპირველესად ზოგადეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა და ერთიანი სახელმწიფოს ძალას და შესაძლებლობას უსვამდა ხაზს.

უნიკალური აღმოჩენა ბაგრატის ტაძარზე

ო.ლანჩავა, რ.ისაკაძე - არქეოლოგიური კვლევები ბაგრატის ტაძარში

სტატიისა და ფოტო მასალისთვის დაწკაპეთ ლინკზე


გელათის სამონასტრო კომპლექსი
(XII s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, აკადემია, გალავანი.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
სიტყვა “გელათი” უშუალოდ უკავშირდება ბერძნულ სიტყვას „ღენიჰი“ - ანუ „გენა“, რაც ნიშნავს შობას. აქედან გადმოვიდა ქართულში სახეცვლილებით - „გენეტოს“, შემდეგ კი იცვალა სახე ამგვარად - „გაენატოს“. და ვიცით, რომ დღეს ქუთათური მღვდელმთავარი ატარებს გაენათელის ტიტულს - ქუთათელ-გაენათელი. „გაენათი“ წამოსულია „გენა“-დან და პირდაპირ უკავშირდება ღვთისმშობლის შობას.
დეკანოზი იოსებ გოგოლაძე
(თბილისის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის (ვაჟა-ფშაველას გამზ. № 53) წინამძღვარი)
გელათის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარის შესასვლელში, ანდერძის თანახმად („გალობანი სინანულისანი“) დასაფლავებულია მეფე დავით აღმამშენებელი.
აგრეთვე, აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე: დემეტრე პირველი, გიორგი მესამე, იმერეთის მეფეები ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვა.
bana
daviT aRmaSeneblis freska CrdiloeT kedelze
ამავე ტაძარში, შემონახულია დავით აღმამშენებლის ერთადერთი ფრესკა, რომელსაც ერთ ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს, ხოლო მეორეში – გრაგნილი.
1106 წელს, დავით აღმამშენებელმა დაარსა გელათის აკადემია, რის წყალობითაც იგი გახდა არა მარტო საეკლესიო ცხოვრების სავანე, არამედ საერთო განათლების ცენტრი და ფილოსოფიური აზროვნების კერა. დავით მეფემ აქ თავი მოუყარა საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ქართველ მოღვაწეებს და მეცნიერებს, როგორიც იყო მაგალითად იოანე პეტრიწი. შემდეგ წლებში აკადემიაში მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე (1557-1578 წწ), ექვთიმე საყვარელიძე (1578-1616 წწ), გედეონ ლორთქიფანიძე (XVII ს.), ანტონ I, ზაქარია გაბაშვილი და სხვა.
გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში

3. adgilmdebareoba
გელათის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში.
4. ruka
map
5. istoriuli mimoxilva
ცნობას გელათში სამონასტრო კომპლექსის შექმნისა და იქ ტაძრის აგების შესახებ ვხვდებით დავით აღმაშენებლის ანდერძში: `დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად და წამყვა მისთვსაც ტკივილი სამარადისო, აწ შვლმან ჩემმან დიმიტრი სრულ ჰყოს ყოვლითურთ~. სხვა წყაროებიდან კი ვიგებთ, რომ დავითმა 1106 წელს წამოიწყო მშენებლობა. ეს კარგად აქვს გადმოცემული დავით აღმაშენებლის ისტორიკოსსაც. იგი წერს: `მოიგონა აღშენება მონასტრისადა დაამტკიცა რომელიცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან ადგილსა ტოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცა გარდაართხა ტაძარი ყოვლად წმიდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა~. შემდეგ მემატიანე წერს, თუ როგორ ააყვავა ეს სამოთხის დარი ადგილი მეფემ, და აღმოსავლეთის `მეორე იერუსალიმში~ როგორ მოუყარეს თავი საქართველოსა და უცხოეთში მყოფ ქართველ მოღვაწეებს, მეცნიერებს, სხვადასხვა დარგის მოაზროვნეებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მათ შორის იყო ბრწყინვალე ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი. ასევე სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე (1557-1578 წწ), ექვთიმე საყვარელიძე (1578-1616 წწ) , გედეონ ლორთქიფანიძე (XVII ს.), ანტონ I, ზაქარია გაბაშვილი და სხვა. ყველა ეს პიროვნება მოღვაწეობდა სწორედ გელათის აკადემიაში. გელათის აკადემიის არსებობის შეწყვეტიდან თითქმის ოთხასი წლის შემდეგ დაისვა უნივერსიტეტის დაარსების საკითხი, ივანე ჯავახიშვილმა ამ ახალი ტაძრის გახსნის დღედ 26 იანვარი (ახალი სტილით 8 თებერვალი) დაასახელა. ეს დავით აღმაშენებლის მოხსენიების დღეა. ამით ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ თბილისის უნივერსიტეტი მემკვიდრეა ძველი ქართული განათლებისა და კულტურული ტრადიციებისა, მემკვიდრეა გელათის აკადემიისა.
გელათის აკადემიის სიცოცხლე განახლდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის თაოსნობით 1995 წლის 25 მაისს, როცა შეიქმნა გელათის სამეცნიერო აკადემია.
იმავე ისტორიკოსის ცნობით, გელათი ხდება მეფეთა სამარხად. აქ მიაბარეს მიწას დიდი დავითი, გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით მთავარ შესასვლელში მისი საფლავია, წარწერით: "ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნით უკუნისამდე, რამეთუ მთნავს ამას დავემკვიდრო მე". საფლავის ქვა ისეა განლაგებული, რომ მონასტერში შემსვლელები, თვით მეფის ანდერძის თანახმად, ფეხს ადგამენ და ისე შედიან შიგნით. შემდგომშიც გელათის მონასტერი სამეფო სახლის საკუთრება და საძვალე იყო, აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე: დემეტრე პირველი, გიორგი მესამე, იმერეთის მეფეები ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვა
როგორც ამონაწერებიდან ჩანს, დავითმა 1106 წელს წამოწყებული მშენებლობის დამთავრება თავის სიცოცხლეში ვერ მოასწრო, სიკვდილის შემდეგ (1125 წელი) კი საქმიანობა მისმა შვილმა დემეტრემ გააგრძელა. რა და რა ააგო კონკრეტულად დავითმა ან დიდი ტაძარი სანამდე მიიყვანა, წერილობითი წყაროებით ზუსტად არ იმიჯნება, მაგრამ ძირითადად ცნობილია, დემეტრეს ტაძრის კონქი მოზაიკით მოურთავს.
XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა (გარდა მღვდლების კურთხევისა). გელათის მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენელი. მონასტრის უფროსი მონაზვნები და მოძღვართმოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ. XII-XIII ს-ში გელათის მონასტრის მფლობელობაში ითვლებოდა ვრცელი მიწა წყალი, მეურნეობაში წამყვანი იყო მიწათმოქმედება, განვითარებული მევენახეობა, ღვინის, თაფლისა და სანთლის სასაქონლო-საბაზრო წარმოება მონასტერს დიდ ფულად შემოსავალს აძლევდა.
XIII საუკუნის II ნახევარსა - XV საუკუნეში ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიური დაკნინების გამო (მონღოლების, თემურლენგის შემოსევები, გამწვავებული შინაფეოდალური საადგილმამულო ბრძოლები) გელათის მონასტრის ეკონომიური და კულტურული ცხოვრება შეფერხდა. მისი ძველი მდგომარეობა ნაწილობრივ აღადგინა გიორგი ბრწყინვალემ.
საქართველოს პოლიტიკური დაშლის (XV საუკუნის II ნახევარი) შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. 1510 წლის 23 ნოემბერს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის სამეურნეო და საამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს - კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები, განაახლეს გაუქმებული და მიტოვებული ეკლესია-ეკვდერები, შესწირეს მონასტერს ახალი მამულები. ბაგრატ III-ს თანამედროვენი გელათის "მეორედ აღმშენებელს" უწოდებდნენ. მას მხარში ედგნენ გელათის ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევდემონ ჩხეტიძე. XVI საუკუნის 20-იან წლებში ბაგრატ III-მ გელათის მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა, რამაც გარკვეულად აამაღლა მონასტრის პოლიტიკური-მორალური და ეკონომიური მდგომარეობა. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს.
XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V-მ, სოლომონ I-მა, სოლომონ II-მ და გელათის ეპისკოპოსებმა. XVIII საუკუნის დამლევს მონასტერი ფლობდა 42 სოფელს.
იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1810 წ) შემდეგ გელათის მონასტერი საეკლესიო სენიორიიდან სახელმწიფო დაწესებულებად - შტატის მონასტრად იქცა.
საქართველოს პოლიტიკური დაშლის (XV საუკუნის II ნახ) შემდეგ, გელათის მონასტერი საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა, 1510 წ. 23 ნოემბერს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალეთის ჯარმა, იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ. გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის სამეურნეო საამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს, კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები, განაახლეს გაუქმებული და მიტოვებული ეკლესია-ეკვდერები, შესწირეს მონასტერს ახალი მამულები, ბაგრატ III თანამედროვენი გელათის “მეორედ აღმაშენებელს” უწოდებენ. მას მხარში ედგნენ გელათის ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე და დასავლეთ საქართველოს პატრიარქი ევდემოზ ჩხეიძე. XVII 20-იან წლებში ბაგრატ III-მ მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დაარსა, რამაც გარკვეულად აამაღლა მონასტრის პოლიტიკურ ეკონომიკური, მორალური მდგომარეობა XVI ს II ნახ. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს.

ბაგრატის ტაძარი-ის სურათის შედეგი


XVIII ს-დან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამიშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V, სოლომონ I, სოლომონ II და გელათის ეპისკიპოსებმა. XVIII დამლევს მონასტერს ფლობდა 42 სოფელს. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1810 წ) შემდეგ მონასტერი საეკლესიო სემინარიიდან სახელმწიფო დაწესებულებად იქცა.
მონასტერში ინახებოდა მდიდრულად მორთული და მინიატურებით შემკული ქართული ხელნაწერი, რომელთა დიდი ფონდი აქ ძველთაგანვე არსებობდა, აგრეთვე ქართული ჭედური ხელოვნების ნიმუში (მაგ. ხახულის ღვთისმშობლის ხატი). გელათის ხელნაწერები და სხვა გადარჩენილი ძეგლები ამჟამად ინახება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ - ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში.
გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში .

bana
mozaika: RvTismSobeli yrmiT
აქ ასევე ქართული მონუმენტური მხატვრობის შესანიშნავი ნიმუშებია. საკურთხევლის ნახევარსფეროზე, ბრწყინვალედ შესრულებულ XII საუკუნის განთქმულ მოზაიკაზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და მთავარანგელოზები მიქელი და გაბრიელი. ოქროსფერ ფონზე გამოსახული ეს მოზაიკა მსოფლიო მნიშვნელობის ნაწარმოებია. ფრესკები ძირითადად გვიანი პერიოდისაა. დასავლეთ სტოაში - XII საუკუნის ფრესკები, მხატვრობის ძირითადი თემაა მსოფლიოს შვიდი საეკლესიო კრება, რაც უნიკალურია XII საუკუნის ხელოვნებაში. ბიბლიურ სცენებთან ერთად აქ გამოსახულია ისტორიული პიროვნებებიც. განსაკუთრებით საყურადღებოა ისტორიულ პირთა პორტრეტები (XVI ს.): ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები. აქვეა დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულება, რომელიც, როგორც ჩანს, ადრინდელ მხატვრობას მიეკუთვნება, მაგრამ XVI საუკუნეში აღუდგენიათ ძველი ნახატის მიხედვით. ხოლო სამხრეთ ეკვდერში - დავით ნარინის ორი, XIII საუკუნეში შესრულებული პორტრეტი. მოხატულობა არაერთხელ განუახლებიათ. არის ჭედურობისა და მინანქრული ხელოვნების მრავალი ნიმუში.
bana
wm. giorgis eklesia
ბ) მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით დგას XIV საუკუნის დასაწყისში აგებული წმ. გიორგის ეკლესია. ტაძრის გეგმა და შიდა გაფორმება შეესატყვისება ეპოქის ტრადიციებს. ყურადღებას იპყრობს გუმბათქვეშა საყრდენების ორიგინალური გადაწყვეტა - მრგვალი სვეტები, რომელთა ბაზები შემკულია ფესტონების ორი რიგით. ტაძარში დაცულია სამმალიანი დაბალი ტიხარი, რომელიც დანარჩენი ნაწილისაგან ყოფს საკურთხეველს. იგი ტაძრის თანადროულია. დასავლეთის თაღის ქვეშ შესრულებული წარწერა გვამცნობს, რომ, წმინდა გიორგის ეკლესიის კედლები მოუხატვინებია დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსს ევდემონ ჩხეტიძეს (XVI ს.) იგი გამოსახულია სამხრეთის კედელზე, მის გვერდითაა იმერეთის მეფე ბაგრატ III მეუღლითურთ. გარდა ამისა, ეკლესიაში გამოსახულია სხვა ისტორიული პირებიც. ძირითადი ნაწილი კი უკავია საეკლესიო შინაარსის ფრესკებს. ეკლესიის ფასადს არა აქვს დეკორი, მაგრამ შესასვლელი მოჩარჩოებულია ლამაზი რელიეფური ორნამენტით. დასავლეთის კარიბჭის სამხრეთ ნაწილში შემორჩენილია მაღალი ოსტატობით შესრულებული მხატვრობის ნაშთი.
გ) მთავარი ტაძრის დასავლეთით დგას წმ. ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია და აკადემიის შენობა. შენობის პირველ სართულზე თაღიანი გასასვლელია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის თაღები მაღალია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის - შედარებით დაბალი. ეს ნაგებობა წარმოადგენს პოსტამენტს, რომელზედაც აღმართულია ჯვრის ტიპის პატარა ეკლესია. ფანჯრისა და კარის ჩარჩოები მოკლებულია ორნამენტულ მორთულობას. პირველი სართული მეორეს უერთდება ქვის კიბით.
wm. nikolozis eklesiasamreklo
დ) გელათის სამრეკლოს შენობა სამსართულიანია. მათგან პირველი ორი მონასტრის დროინდელია, ხოლო მესამე-ღიასარკმლიანი გუმბათი - შედარებით გვიანდელი (XIV). პირველ სართულზე გამოყვანილია წყალი. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ წინათ წყალი მილებით შედიოდა ყველა პალატსა და სადგომში.
ე) გელათის აკადემიის შენობა მონასტრის დასავლეთით, ციცაბო ფლატეზე დგას. შესასვლელს მდიდრულად გაფორმებული ოთხსვეტიანი კარიბჭე აქვს, რომელიც ლამაზად მოჩუქურთმებული თაღებით ეყრდნობა სხვადასხვა ფორმის ოთხ ბოძს; ერთ-ერთი ბოძის კაპიტელზე ამოკვეთილია ლომი. კარიბჭე უკავშირდება უზარმაზარ დარბაზს. ნაგებობა ოთკუთხედი ფორმისაა, რომლის სიგრძე 25 მეტრია, სიგანე - 10. თავის დროზე იგი დახურული ყოფილა. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომებია, რომლებიც აკადემიის მსმენელთათვის იყო გათვალისწინებული. დარბაზის ჩრდილო-დასავლეთით შუა კედელთანდგას თაღებიანი ოთკუთხა მაგიდა. წყალწითელას ხეობისაკენ მიმართული მრავალი თაღოვანი სარკმელი უზრუნველყოფს შენობის კარგ განათებას.

Zeglis daqvemdebareba da statusi:
გელათის სამონასტრო კომპლექსი ქუთაის–გაენათის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია.

 gamoyenebuli masalebi
1. პარმენ ზაქარაია – „ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს.“ 1990წ.
2. ინტენეტ ბმული – http://kutaisi.gov.ge

 bmulebi








foto
მოწამეთას ხუროთმოძღვრული კომპლექსი
(XI ს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
ეკლესია, სამრეკლო, ორი კოშკი, გალავანი და წინამძღვრის სახლი.
2. mniSvnelovani da saintereso informacia
daviTis da konstantines neStebidaviTis da konstantines neStebi
მოწამეთას ტაძარში,  საკურთხევლის მარცხენა მხარეს, დასვენებულია სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადებული წმინდანების - დავითისა და კონსტანტინეს უხრწნელი ნეშტი. მათი ხსენების დღეს, 15 ოქტომბერს, მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა (ორწიფობა). ტრადიცია ცნობილია XVIII საუკუნიდან. 
3. adgilmdebareoba
მოწამეთას მონასტერი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ქუთაისის აღმოსავლეთით, 6 კილომეტრის დაშორებით, მდინარე წყალწითელას ხეობაში, სოფელ მოწამეთაში.
4. ruka








5. istoriuli mimoxilva
წყალწითელას ხეობა, სადაც მოწამეთას მონასტერი მდებარეობს, ისტორიულად ერთ-ერთ დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენდა და უდიდეს როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. იგი მდინარის მიერ შექმნილი ნახევარკუნძულია და ყოველი მხრიდან ციცაბო კლდეებითაა დაცული. ერთ-ერთი ადრეული ცნობა მისი სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ დაცულია უცნობი ავტორის ’’დავითისა და კონსტანტინეს მარტვილობაში’’: „ადგილსაი მას, რომელსა ჰქვიან წყალწითელი, რამეთუ იყო ადგილი იგი ციხე-ქალაქ და ერ მრავალ“. ხეობის ძეგლთა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მოწამეთას ხუროთმოძღვრულ კომპლექსს.
მონასტრის დაარსების ისტორია არგვეთის მთავრების - დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელს უკავშირდება. VIII საუკუნეში, როცა საქართველოს მურვან ყრუ შემოესია, მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწევიათ არაბთა სარდლისთვის. ვახუშტი ბაგრატიონი მოგვითხრობს: ’’მოვიდა მურვან ყრუ, დისწული მაჰმადისა სპითა უამრავითა, ვერვინ წინაღუგდა, შემუსრა სომხეთი, ქართლი, რანი და ყოველი კავკასია, ხოლო სცნა რა მეფისა ეგრისს ყოფნა შავიდა არგუეთს და მუნ ეწყუნენ მენებურნი მთავარნი დავით და კონსტანტინე და მოსწყიდნენ სპათა მისნი მრავალგზის“. დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, ძმებმა ვერ შეაჩერეს ურიცხვი მტერი და დამარცხდნენ. არაბთა სარდალმა მურვან ყრუმ შეპყრობილ ერისთავებს ქრისტეს რწმენის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. განრისხებულმა სარდალმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება გმირულად აიტანეს. ეკლესიამ ისინი წმინდანად შერაცხა. მათი წმინდა ნაწილები თვდაპირველად ხარების დანგრეულ ეკლესიაში იყო დასვენებული.
XI საუკუნეში ბაგრატ III ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები.
თავდაპირველად ტაძარი უგუმბათო იყო. 1844-65 წლებში იმერეთის ეპისკოპოსის დავით წერეთლის ხელმძღვანელობით ლევან, მოსე და ფილიპე ბერიკაშვილებმა შეაკეთეს და გააფართოეს მოწამეთას ეკლესია. ამ დროს დაედგა ტაძარს გუმბათი, დაიგო ქვის იატაკი, შეიცვალა კანკელი.
XX საუკუნეში, კომუნისტური ხელისუფების ქვეყნის სათავეში მოსვლიდან ცოტა ხანში -1923 წელს, მონასტერი დაიხურა. ამავე წელს, სერგო ორჯონიკიძის ბრძანებით, სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა ცხედრები   აკლდამიდან ამოიღეს და გზა-შარაზე და ქუჩა-ქუჩა ათრიეს. ხოლო შემდეგ, ისევე, როგორც პირველი წამებისას, წყალში გადაყარეს. ადგილობრივ ქრისტიანთა მართლაც გასაოცარი თავდადებით, წმიდანთა სხეულები საბოლოო განადგურებას გადარჩა. ისინი ქუთაისის მუზეუმში გადაიტანეს.
მოწამეთას ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა 1954 წელს, რაზედაც მიუთითებს დასავლეთის მოსაცდელში დაცული წარწერა. მასში მოხსენიებულია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი, ქუთაისის ’’მწვენეყვავილას’’ მთავარანგელოზის ტაძრის დეკანოზი ნაომი შავიანიძე (შემდგომში ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი), მღვდელი სულაკაძე, რომელთა მეოხებით აღდგენილი იქნა წირვა-ლოცვა. ამ დროს გადაასვენეს დავითისა და კონსტანტინეს ნეშტი ქუთაისის მუზეუმიდან მათ სამკვიდრებელში – მოწამეთას მონასტერში.
1960 წელს ტაძრის დასავლეთ მხარეს, მოსაცდელის ადგილას, ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ააშენეს წინამძღვრის სახლი.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
უცნობი ავტორის ’’დავით და კონსტანტინეს მარტვილობა” მოგვითხრობს არგვეთის მთავრების საოცარი თავდადების შესახებ. როცა ძმებმა მურვან ყრუს სარწმუნოების შეცვლაზე უარი განუცხადეს, არაბთა სარდლის ბრძანებით, 10 დღე აშიმშილეს ისინი და  შემდეგ კიდევ სცადეს მოლაპარაკება, მაგრამ მაინც უარი მიიღეს. მაშინ დავითი და კონსტანტინე წმიდა კოზმანისა და დამიანეს ტაძრის მახლობლად (შემდგომდროინდელი „ჯაჭვის ხიდის“ ქვემოთ), მდინარის ნაპირას გაიყვანეს, ხეზე დაკიდეს და სასტიკად აწამეს. მერე ხელ-ფეხი შეუკრეს, ქედზე ლოდები გამოაბეს და მდინარეში გადააგდეს. ღამით აღსრულდა სასწაული: ზეციდან მიწაზე სამი ნათლის სვეტი გარდამოვიდა, შუქმა გაანათა იქაურობა. ღვთის ნებით მოწამეების ქედს „ლოდნი შემოეძარცვნეს’’ და მათი სხეულები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. მსახურებმა ცხედრები ნაპირზე გამოასვენეს. უცებ მოესმათ ნათლის სვეტიდან გამომავალი ხმა, რომელმაც მოუწოდა მათ, მინიშნებულ ადგილას წაესვენებინათ წმინდანთა ნაწილები. წყალწითელას ხევში ღრმად ჩაჭრილ კლდოვან ყელს ჩაუდგა პროცესია და მივიდა იმ ადგილამდე, სადაც ადრე ხარების სახელობის ეკლესია იდგა. ნაეკლესიარში ძველთაძველი აკლდამა იყო, იქ დაასვენეს მოწამენი. ამ ადგილს მოწამეთა ეწოდა. XI საუკუნეში ბაგრატ III ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები.
ამ დრომდე წმინდანთა გაუხრწნელი და უვნებელი ცხედრები თავშექცევით იწვნენ სამარეში და მრავალ სასწაულებრივ კურნებას აღასრულებდნენ „ვითარცა - ესე თვით მათ ითხოვეს ღმრთისაგან“.
გადმოცემის მიხედვით კი მონასტერი სწორედ იმ ადგილზეა აგებული, სადაც დავითი და კონსტანტინე აწამეს.
მოწამეთობის დღესასწაულის აღსანიშნავად, რომელიც 15 ოქტომბერს იმართება, მორწმუნენი იმერეთში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდანაც ჩამოდიან. ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ, მომლოცველები გაივლიან საძვალის ქვეშ და პატივს მიაგებენ წმინდანთა ნაწილებს.
7. arqiteqturuli aRwera
ა) მოწამეთას ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა, ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია. გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტს, ორი საკურთხევლის შვერილია, ეკლესიას აქვს ორი კარი - დასავლეთისა და სამხრეთის. საკურთხეველი ჩრდილოეთ მხარეს აქვს, რაც მეტად საინტერესოა. შეიძლება ეს განაპირობა იმან, რომ ყველაზე საპატიო ადგილას - აღმოსავლეთის მხარეს, დაკრძალული იქნენ წმინდა მოწამე დავით და კონსტანტინე. ამიტომაც საკურთხეველი ხუროთმოძღვარმა  ჩრდილოეთით გადაიტანა. ის გადატიხრულია XIX საუკუნის ხის კანკელით, რომელზედაც წარმოდგენილია სიუჟეტები სახარებიდან და წმინდანთა ცხოვრებიდან. საკურთხევლის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილზე, ხის ორ მოჩუქურთმებულ ლომზე, დევს ხიდან დამზადებული ლუსკუმი, რომელშიც მოთავსებულია წმინდანების ნეშტი. ლუსკუმი დამზადებულია ვინმე სულთანოვიჩის სახსრებით, ქვემოთ დატოვებულია ადგილი, რომ მორწმუნეებმა ჩოქვით გაიარონ.
samreklo
ბ) ეკლესიის სამხრეთით ორსართულიანი სამრეკლოა, რომლის წარწერა გვაუწყებს, რომ იგი აგებულია მიტროპოლიტ დავითის განკარგულებით 1845 წელს. ნაშენებია თლილი ქვით.
გ) მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია ’’შიშიანობის’’ დროიდან გადარჩენილი ორი კოშკის ნაშთი. ერთი მათგანი ტაძრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთითაა, ხოლო მეორე - ჩრდილო-აღმოსავლეთით. 1884 წლის ამ კოშკების აღწერილობაში ჩანს, რომ მათ კედლებში ყოფილა ვიწრო სანათურები და სათოფურები. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკში გამართული იყო სანახები, სადაც ინახებოდა მონასტრის ძვირფასი ნივთები ( ჟურნალი ’’მწყემსი’’, 1884 წ, #11).
დ) მონასტერი ქვის გალავნით არის შემოსაზღვრული. მის ეზოში დასაფლავებული დაკრძალული არიან XIX-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირები.
ე) ტაძრის დასავლეთ მხარეს ძველი ეკლესიის ნანგრევებზე აშენებულია წაგრძელებული ფორმის წინამძღვრის სახლი (მოსაცდელი)
8. Zeglis daqvemdebareba da statusi:
მოწამეთას დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარი ქუთაის-გაენათის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.
9. gamoyenebuli masalebi
1. ივ. არჯევანიძე - "ზოგიერთი ღირსშესანიშნავი ადგილი ქუთაისსა და მის მიდამოებში", 1959წ.
2. ირ. გუნია - "საქართველოს მონასტრები", ენციკლოპედიური ცნობარი.
3. ჟურნალი ’’მწყემსი’’, 1884, #11.
4. ფოტოების ავტორი - ნინო გვაზავა და ზაზა ქარდავა.
10. marSruti
დადგინდება;
11. bmulebi

გელათის აკადემია 

გელათის აკადემია — ძველი ქართული სასულიერო სასწავლებელი. დაარსდა 1106 წელს გელათის მონასტერთან დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და ხელშეწყობით. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის აკადემიას „ასუად ათინად“, „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ. აკადემიის სათავეში იდგა მოძღვართ-მოძღვარი. სასწავლო პროგრამა ძირითადად ტრივიუმის (გეომეტრია — „ქვეყნის საზომლოჲ“, „არითმეტიკა“ — „რიცხუნი“, მუსიკა — „სამოსოჲ“) და კვადრიუმის (ფილოსოფია სამი სახის — „საქმეთი, მხედველობითი და განმსიტყუელობითი“, რიტორიკა სამი სახის — „თანამზრახველობისა, მეპაექრობისა და დღესასწაულობისა“, გრამატიკა და ასტრონომია — „ვარსკვლავთმრიცხველობაჲ“) ციკლის საგანთა შესწავლას ითვალისწინებდა.
გელათის აკადემიაში დაუწერია არსენ იყალთოელს სჯულისკანონი, იოანე პეტრიწს — ნემესიოს ემესელის თხზულება „ბუნებისათჳს კაცისა“. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერძნულიდან თარგმნილი იოანე ქსიფილინოსის ჰაგიოგრაფიული კრებული, რომლის ორიგინალი დაკარგულია. სამეცნიერო-მთარგმნელობითი მოღვაწეობა გელათის აკადემიაში მომდევნო საუკუნეებშიც არ შეწყვეტილა, თუმცა საგრძნობლად შენელდა. XIII საუკუნეში აქ მოღვაწეობდნენ ჰიმნოგრაფი არსენ ბულმაისიმისძე, ფილოსოფოსი და რიტორი პეტრე გელათელი. XIV საუკუნეში გელათში შეიქმნა მნიშვნელოვანი იურიდიული ძეგლი „გარიგება ჴელმწიფის კარისა“ და ჩვენამდე მოუღწეველი საისტორიო თხზულება „გელათური ქორონიკონი“, რომელიც დასახელებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს თავის ერთ-ერთ წყაროდ.

                                 ოქროს ჩარდახი




ოქროს ჩარდახი — იმერეთის მეფეთა რეზიდენცია ქუთაისში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, დღევანდელი რუსთაველისა და თეთრ ხიდებს შორის.
თავდაპირველი რეზიდენციის შესახებ ცნობები მხოლოდ მოგზაურთა თხზულებებმა შემოინახა. იტალიელი მოგზაურის ამბროჯიო კონტარინის ცნობით, XV საუკუნის II ნახევარში აქ იმერეთის მეფის, ბაგრატ II-ის სასახლე იდგა. XVII საუკუნეში რუს ელჩებს, ტოლოჩანოვსა და იევლევს, სამეფო კომპექსი დახვდათ. კომპლექსის ზოგი ნაგებობა, მათი ცნობით, მეფე გიორგი III-ის (1605-1638) აშენებული და მეფე ალექსანდრე III-ის (1639-1660) შეკეთებული იყო. რეზიდენციას რამდენიმე ძირითადი ნაგებობა ჰქონდა: წმ. გიორგის კარის ეკლესია, დიდი სახლი, მცირე სახლი და სასადილო პალატი. ეზოს შუაში, დიდი ჭადრების ქვეშ, რომელთაგან ერთი დღემდეა შემორჩენილი, იდგა ჩარდახი - მაგიდა ოთხ სვეტზე დაყრდნობილი სახლინებლით. გალავნის კედელში ჩართული იყო სამრეკლო და მეფის სალაროსა და სასახლის მცველებისათვის განკუთვნილი კოშკი.


სამეფო რეზიდენცია არაერთხელ დაზიანდა XVII ს-ში, ლევან II დადიანის თავდასხმების დროს, და 1770-იანი წლებისთვის უკვე მიტოვებული იყო. იგი ნაწილობრივ მეფე სოლომონ II-მ აღადგინა. XIX საუკუნეში რეზიდენციის ნაგებობათაგან მცირე სახლი, კარის ეკლესია და სამრეკლო იყო გადარჩენილი. 1810 წლიდან ოქროს ჩარდახი რუსეთის ხაზინის საკუთრება გახდა. 1830 წელს სამეგრელოს მთავარს, ლევან დადიანს მიაკუთვნეს, შემდეგ თუმანიშვილებმა და აკოფაშვიოლება იყიდეს. 1851 წლიდან ოქროს ჩარდახი ქუთაისის გიმნაზიის ინსპექტორის საცხოვრებლად განაწესეს. 1891 წლიდან შენობა სასწავლო უწყებამ შეიძინა გიმნაზიის თანამშრომლების ეკლესიად.
რეზიდენციის ნაგებობათაგან დღეს შემორჩენილია მხოლოდ ერთი — ე.წ. მცირე სახლი. წაგრძელებული მართკუთხა გეგმის ორსართულიანი შენობის კედლები ნატეხი და რიყის ქვითაა ამოყვანილი, წყალდიდობისგან დასაცავად გამიზნული პირველი სართული ყველა მხრიდან თაღებით არის გახსნილი (თაღები ოთხ რიგად განლაგებულ 12 ბურჯს ეყრდნობა). მეორე სართულის დიდი დარბაზის კედლებს XVI-XVII სს-ში ბატალური სცენები ამკობდა. ნაგებობა XIX საუკუნეში გადაკეთდა, ხოლო საბოლოო სახე 1960-იან წლებში მიიღო.






ქუთაისის მუზეუმები და მნიშვნელოვანი ადგილები:









Комментариев нет:

Отправить комментарий