მომავალ დიპლომატთა კლუბის ,,მონტესკიე“ დებულება
საქართველო
სსიპ ქუთაისის N15 საჯარო სკოლა
2023-2024 სასწავლო წლები
ყველა აქტივობა განხორციელდება სკოლაში არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბებული კლუბის წევრების ჩართულობით და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.
კლუბის სამოქმედო გეგმა
1.2023-2024 სასწავლო წლებისთვის კლუბის წევრების რეგისტრაცია
2. კლუბის ლიდერის არჩევნები
3. კლუბში ფუნქციების დელეგირება
4. კლუბის სამოქმედო გეგმის შემუშავება
კლუბში განხორციელდება ორი საგანამნათლებლო პროექტი:
1. ,,ჩვენ და სახელმწიფო“
2. ,,საერთაშორისო ურთიერთობები გუშინ, დღეს და ხვალ“
კლუბის დამფუძნებელი: ნ.კალანდაძე
კლუბის მეურვე: ნ.კალანდაძე
კლუბის ლიდერი:
VIII ა კლასის მოსწავლე ელენე გამისონია
პროექტის მენეჯერი და ხელმძღვანელი: ნ.კალანდაძე
კოორდინატორი პედაგოგები: ე.ჯიბლაძე, ე.გუბელაძე, ლ.შველიძე, ი.თათელიშვილი
2023-204 სასწავლო წლისთვის კლუბის ლიდერად არჩეულ იქნა
VIII ა კლასის მოსწავლე ელენე გამისონია, რომელიც გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით და ლიდერის უნარ-ჩვევებით. ჩატარდა შესაბამისი არჩევნები
საგანმანათლებლო პროექტი ,,ჩვენ და სახელმწიფო“
დემოკრატიულად ორგანიზებული სახელმწიფო ესწრაფვის აღზარდოს არა მარტო პიროვნება, არამედ, პირველ ყოვლისა, მოქალაქე [...] უდავოა, რომ დემოკრატია დაინტერესებულია შეგნებულ მოქალაქეთა აღზრდით, რომლებსაც უნარი ექნებათ შემოქმედებითად ჩაერიონ სახელმწიფოს ცხოვრების განვითარების პროცესში...“
დიმიტრი უზნაძე, „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანები“, 1917 წ.
პროექტის მიზანია: მოსწავლეებმა გაიაზრონ მოქალაქის როლი, როგორც წარმატებული სახელმწიფოს ხელშემწყობი ფაქტორი. განათლების მნიშვნელობა, პიროვნების, როგორც ლიდერის პასუხისმგებლობა ჰარმონიული და ღირსეული ცხოვრების ჩამოყალიბების პროცესში.
,,პიროვნების როლი საზოგადოების განვითარების პროცესში, მმართველობის ფორმები"
პირველი შეხვედრაზე კლუბის მეურვის, ნათია კალანდაძის მიერ განხილულ იქნა პიროვნების როლი საზოგადოების განვითარების პროცესში შესაბამისად, მოქალაქის ერთგვარი მორალური ვალდებულებაა, მაქსიმალურად გამოიყენოს კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული შესაძლებლობები და აქტიურად ჩაერთოს სახელმწიფოს, ან თუნდაც საკუთარი ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მართვაში.
შეხვედრაზე განხილულ იქნა, დემოკრატია, როგორც „ხალხის მმართველობის“ ფორმა უშუალო და წარმომადგენლობითი ფორმებით ხორციელდება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, „ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით“.
პროექტის მიზანია: მოწავლეებმა გაიაზრონ და იმსჯელონ საერთაშორისო ურთიერთობების როლი, როგორც კონკრეტული სახელმწიფოს განვითარებაში, ასევე მსოფლიო წესრიგის თვალსაზრისით ძირითად პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიღწევებზე.
კლუბის ლიდერმა ელენე გამისონიამ პრეზენტაციის სახით წარმოადგინა, მარგარეტ ტეტჩერის როლი ინგლისის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ტეტჩერიზმისთვის დამახასიათებელ თავისუფალი ბაზრის ეკონომიკაზე, ეკონომიკური პოლიტიკის როლზე.მარგარეტ ტეტჩერი – გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი (1979-1990); კონსერვატიული პარტიის ლიდერი (1975-1990).
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მარგარეტ ტეტჩერი იყო მე-20 საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი ვადით (სამჯერ) არჩეული პრემიერ-მინისტრი და ამ პოსტზე ერთადერთი ქალბატონი ევროპაში.მარგარეტ ტეტჩერი ძლიერი ანტიკომუნისტური პოზიციით გამოირჩეოდა.
1976 წელს სიტყვით გამოსვლისას მან საჯაროდ დაგმო კომუნიზმი; საბჭოთა პრესამ მარგარეტ ტეტჩერს მეტსახელად “რკინის ლედი” შეარქვა თავისი უკომპრომისო პოლიტიკისა და ლიდერობის სტილის გამო.
შეხვედრას ესწრებოდნენ კლუბის წევრების და პროექტის მენეჯერი ქ-ნ ეთერ გუბელაძე. დისკუსიის დროს მკვეთრად გამოჩნდა რკინის ლედის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები.
1. დაგეგმეთ თქვენი სამუშაო განრიგი დღეს და ყოველდღე, შემდეგ აუცილებლად შეასრულეთ ეს გეგმა;
2. ევროპა ისტორიამ შექმნა, ამერიკა ფილოსოფიის პროდუქტია;
3. შუა გზაზე გაჩერება ძალიან საშიშია – ორივე მხრიდან ტრანსპორტის ნაკადი გემუქრება;
4. რა არის წარმატება? მე ვფიქრობ, რომ ეს არის შენი საქმის მიმართ ალღოსა და იმის შეგნების ნაზავი, რომ შენი უნარი საკმარისი არ არის – საჭიროა შრომისმოყვარეობა და გარკვეული მიზანდასახულობა;
5. მე არ ვიცნობ ადამიანს, ვინც შრომის გარეშე ავიდა მწვერვალზე. ეს არის რეცეპტი, რომელმაც შეიძლება ყოველთვის არ აგიყვანოთ მწვერვალზე, მაგრამ მასთან საკმაოდ ახლოს მიგიყვანთ;
6. დამარცხება? მე არ ვიცი ეს სიტყვა რას ნიშნავს;
7. მტრის შეცნობა ღირს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ რაღაც მომენტში შეიძლება ის შენს მეგობრად აქციო;
8. დააკვირდით იმ დღეს, როდესაც ბოლომდე კმაყოფილი ხართ. ეს არ არის ის დღე, როცა ისვენებ და არაფერს აკეთებ; ეს ხდება მაშინ, როცა ამ დღეს ყველაფერი, რაც დაგეგმე, შეასრულე;
9. დააკვირდი შენს აზრებს, რადგან ისინი მოქმედებებად იქცევიან. დააკვირდი შენს მოქმედებებს, რადგან ისინი ჩვევებად გადაიქცევიან. დააკვირდი შენს ჩვევებს, რადგან ისინი აყალიბებენ შენს ხასიათს. დააკვირდი შენს ხასიათს, რადგან ის შენს ბედს განსაზღვრავს;
10. თუ გადაწყვიტე, რომ ყელი გამოიჭრა, ჩემთან სახვევისთვის ნუღარ მოხვალ.
კლუბის წესდება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულება (შემდ. დებულება) განსაზღვრავს მომავალ დიპლომატთა კლუბის მუშაობის ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ლიდერის, წევრების, უფლება-მოვალეობებს, ასევე სამოქალაქო კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.
მუხლი 2. სამოქალაქო კლუბის მიზნები და ამოცანები
მომავალ დიპლომატთა კლუბის მთავარი მიზნებია:
1. ახალგაზრდების, როგორც აქტიური მოქალაქეების გაძლიერება და კლუბური ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა სკოლებში;
2. ახალგაზრდების დახმარება ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში;
3. ახალგაზრდების გააქტიურება და მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში;
4. საერთაშორისო ურთიერთობების გააზრება, კონფლიქტებისა და მედიაციის უნარებისჩამოყალიბება.
5. მოზარდებში სამოქალაქო უნარ-ჩვევების და პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა;
6. მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და გამომუშავება;
7. განათლების და ინფორმირების მდგრადი გარემოს შექმნა
მუხლი 3. სამოქალაქო კლუბის ფუნქციები:
1. მომავალ დიპლომატთა კლუბის აქვს საკონსულტაციო ფუნქცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა:
ü მოსწავლეების ინტერესების დაცვა სკოლის ადმინისტრაციასთან;
ü სხვადასხვა სასკოლო და სკოლისგარეშე აქტივობების ინიცირება და განხორციელება;
ü ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობა და ახალგაზრდების ინტერესების დაცვა;
ü მჭიდრო თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთან, უნივერსიტეტებთან, საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან, არასამთავრობო, საერთაშორისო, ბიზნეს და მედია სამსახურების წარმომადგენლებთან და მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
ü მოსწავლეებში საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიის სწავლისა და საგანმანათლებლო/სათემო პროექტებში მონაწილეობის წახალისება.
2. მომავალ დიპლომატთა კლუბის მოვალეობაა:
ა) განსჯა;
ბ) რჩევა;
გ) განხილვა
დ) დამტიკცება
მუხლი 4. მომავალ დიპლომატთა კლუბის მოღვაწეობის პრინციპებ
მომავალ დიპლომატთა კლუბის მოღვაწეობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: კანონიერებას, ჰუმანიზმს, კეთილსინდისიერებას, სოციალურ სამართლიანობას; დამოუკიდებლობას, კოლეგიალურობას.
სამოქალაქო კლუბი იმუშავებს 4 ძირითადი მიმართულებით:
1.საგანმანათლებლო ჯგუფი
2.საინფორმაციო ჯგუფი
3.სოციოლოგიური ჯგუფი
4.ადვოკატირების ჯგუფი
თითოეულ ჯგუფი კლუბის წევრებთან კონსულტაციების საფუძველზე შეადგენს სამოქმედო გეგმას და განახორციელებს რიგ აქტივობებს.
საგანმანათებლო ჯგუფის წევრები ორგანიზებას გაუკეთებენ სადისკუსიო კლუბის შეხვედრებს, ტრენინგ-სემინარებს, თანატოლთა განათლების აქციებს, სადისკუსიო კლუბის შეხვედრებს, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო საკითხებზე.
საინფორმაციო ჯგუფი იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი, გავრცელება. კლუბის წევრები ინფორმაციას მოიპოვებენ და გაცვლიან ონლაინ რეჟიმში. მომავალ დიპლომატთა კლუბის ბაზაზე დაფუძნდება საინფორმაციო ცენტრი, რომლის მიზანი იქნება მოსწავლეთა განვითარებისა და თვითრეალიზების ხელშეწყობა საინფორმაციო მხარდაჭერის გზით. ცენტრის ძირითადი ამოცანები იქნება: ახალგაზრდულ შესაძლებლობათა შესახებ მოსწავლეების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა, მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესებში. საინფორმაციო ცენტრი იმუშავებს 2 ძირითადი მიმართულებით - ფორმალური და არაფორმალური მიმართულებებით.
საინფორმაციო ჯგუფი აქტიურად ითანამშრომლებს ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.
სოციოლოგიური ჯგუფი წევრები ორგანიზებას გაუკეთებენ კვლევებს მათთვის აქტუალურ და საინტერესო საკითხებზე, შეისწავლიან ზოგად სიტუაციას. ჯგუფის წევრები საჭიროებებიდან გამომდინარე მოამზადებენ თავიანთ წინადადებათა პაკეტს და მოაწყობენ კვლევის პრეზენტაციებს.
ადვოკატირების ჯგუფი იმუშავებს საპროექტო წინადადებების მომზადებაზე და დაამყარებს თანამშრომლობას სხავდასხვა ორგანიზაციებთან, განახორციელებს აქციებს მოსწავლეთა ინრტერესების დასაცავად, მონიტრინგს გაუკეთებს განხორციელებულ სამუშაოებს და შეიმუშავებს სამომავლო მოკლე და გრძელვადიან გეგმებს.
მუხლი 5. მომავალ დიპლომატთა კლუბის წევრი
მომავალ დიპლომატთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე, რომელიც გამოთქვამს კლუბში გაწევრიანების სურვილს, იზიარებს კლუბის მიზნებს, წარმოადგენს საკუთარ ხედვებს და წინადადებებს კლუბის ეფექტური საქმიანობის წარმართვის მიზნით.
წევრობა არის ნებაყოფლობითი და მომავალ დიპლომატთა კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა რომელიმე ორგანიზაციის ან გაერთიანების წევრი.
კლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია შეავასოს და ხელი მოაწეროს მომავალ დიპლომატთა კლუბის წევრობის ანკეტას.
სამოქალაქო კლუბის წევრების ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით კლუბის წევრი შეიძლება გაირიცხოს კლუბიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
წევრთა უფლება-მოვალეობანი
მომავალ დიპლომატთა კლუბის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობდეს კლუბის სამუშაო შეხვედრების მუშაობაში;
ბ) შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის პროგრამებში და ღონისძიებებში;
გ) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის ლიდერისაგან და წევრებისაგან კლუბის საქმიანობის შესახებ;
დ) ისარგებლოს კლუბის სახელით მესამე პირებთან მოლაპარაკებების დროს;
მომავალ დიპლომატთა კლუბის წევრი მოვალეა:
ა) დაიცვას კლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;
გ)აქტიური მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.
მუხლი 6. მომავალ დიპლომატთა კლუბის
კლუბის ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და სკოლის ადმინისტრაციას;
კლუბის ლიდერის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი ლიდერის არჩევამდე;
კლუბის ლიდერი:
ა) წარმართავს კლუბის საქმიანობას;
ბ) ხელმძღვანელობს და უძღვება სამუშაო შეხვედრებს;
გ) წარმოადგენს კლუბს სხვა პირებთან ურთიერთობაში;
დ) კლუბის წევრებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად წყვეტს კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში გაერთიანების საკითხს;
ე) კლუბის წევრებთან ერთად ქმნის კლუბის გრძელ და მოკლე ვადიან სამუშაო გეგმას;
ვ) ისმენს კლუბის წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს და ანგარიშებს;
ზ) კლუბის წევრებთან ერთად განსაზღრავს ღონისძიებების დეტალურ გეგმას და საჭიროებებს;
თ) ხელმძღვანელობს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების მუშაობას სკოლის ადმნისტრაციასთან ერთად;
ი) უზრუნველყოს საინფორმაციო კამპანიების, დებატების ორგანიზების, სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე და სათემო პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული აქტივობების, სპეციალური სტუმრების მიწვევის, ტრენინგების, სემინარების, სადისკუსიო კლუბის შეხვედრების, ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვას და განხორციელებას;
კ) თითოეული ღონისძიების დასრულების შემდეგ ამზადებს ანგარიშს;
ლ) ასრულებს სხვა ფუნქციებს საჭიროების შემთხვვში
თავი II
დებულება ზოგადი ეთიკის შესახებ
მოცემული დებულება არეგულირებს მომავალ დიპლომატთა კლუბის სამუშაო ეთიკის ნორმებს და ვრცელდება ყველა წევრზე.
1. კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელს, უფრთხილდებოდეს მას და ზრუნავდეს მის განვითარებაზე, თავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით არ ლახავდეს მას, მოქმედებდეს მაღალი ადამიანური ღირსებით კლუბის მიერ დაკისრებული ფუნქციებისა თუ მისიის განხორციელებისას.
2. კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს და პატივს ცემდეს კლუბის დებულებას, ადათსა და დადგენილ ნორმებს. პატიოსნად და ნაყოფიერად ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამართლებდეს მინიჭებულ ნდობას.
3. კლუბის ყველა წევრი და ლიდერი უფლებამოსილია გონივრულად ისარგებლოს და გამოიყენოს კლუბის სახელი, კლუბის პროგრამები, პროექტები, განხორციელებული საქმიანობების ანგარიშები, მათგან გამომავალი დასკვნები და მიგნებები, ლიტერატურა, საქმიანობისას გამომუშავებული სასწავლო მეთოდოლოგია, საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია, განხორციელებული საქმიანობის ან პროგრამის გაგრძელებები და ყველაფერი, რისი შემუშავებაც მოხდა კლუბში, წარმოადგენს კლუბის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას.
4. მომავალ დიპლომატთა კლუბის სახელის ბოროტად გამოყენება, სამუშაო პროცესში მიღებული შიდა ინფორმაციით მანიპულირება (მისი არადროული გადაცემა, დაფარვა, საჯაროდ გავრცელება) პირადი მოგების მიზნით განიხილება უხეშ დარღვევად.
სამოქალაქო კლუბის სამუშაო პერიოდი
ა)მომავალ დიპლომატთა კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხევა სკოლის სასწავლო სემესტრს;
ბ)მომავალ დიპლომატთა კლუბის შეხვედრას მართავს ორ კვირაში ერთჯერ წევრებთან შეთანხმების საფუძველზე
გ) კლუბის სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.
Комментариев нет:
Отправить комментарий