Страницы

N15 საჯარო პლატფორმა, განხორციელებული პროექტები



სკოლის საჭიროების კვლევის მდგრადობა




პლატფორმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები



სასწავლო-საგანმანათლებლო  პროექტი
,,პაკისტანელი მალალა იუსაფზაი“



პროექტის სახელწოდება


,,პაკისტანელი მალალა იუსაფზაი“


პროექტის ხელმძღვანელი


 სსიპ ქალაქ ქუთაისის N15 საჯარო სკოლის  ისტორიის პედაგოგი 

პროექტში მონაწილენი

 V  კლასის მოსწავლეები


დასაწყისი
  2019 წლის  აპრილი

დასასრული
  2019 წლის მაისი


პროექტის აქტუალობა


  პროექტი აქტუალურია, იგი მთავარ პრიორიტეტს ანიჭებს დემოკრატიული სახელმწიფოს ღირსეული მოქალაქეების აღზრდას,  ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერობას.

 პროექტის მიზანი

მოსწავლეებს განუვითარდეთ ის უნარ-ჩვევები, რაც 21-ე საუკუნის მოთხოვნებს შეესაბამება /მოსწავლეებს ბავშვობიდანვე ექნებათ შესაძლებლობა  კომუნიკაციის, ლიდერობისა და პროექტების შექმნის უნარ-ჩვევების დაუფლების და განვითარების/.


პროექტის ბიუჯეტი

რესურსი

პროექტის ღირებულება
38 ლარი












დასახელება
რაოდენობა
ერთეულის ღირებულე ბა

სულ
სკოლის
წილი





თაბახის ფურცელი
1
7,00 ლ.
7,00 ლ.
100%
კალმები
2კოლოფი
10 ლ.
20 ლ.
-
მარკერი
8ცალი
0,50ლ.
4 ლ.
-
ფლიფჩარ
ტი
7
7 ლ.
7 ლ.
-
პროექტორი
-
-
-
-
ლეპტოპი
-
-
-
-
პრინტერი
-
-
-
-





სულ


38






არსებული მდგომარეობა

ძირითადიკითხვები:
v  რამდგომარეობაა ამ მომენტისათვის?
რაპრობლემები არსებობს?

ჯერ კიდევ მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, სადაც გენდერული თანასწორობა ოცნებაა, იბრძვიან ქალების განათლებაზე ხელმისაწვდომობისათვის, მაგრამ  ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია და ისინი შეძლებენ  იმ უფლებების მოპოვებას,  რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს.

განსახორციელებელი  ამოცანები
v  რა უნდა გაკეთდეს?
v  რა თანმიმდევრობით და რა დროში?



1.      პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები:

განსახორციელებელი  ამოცანა
დრო
პასუხისმგებელი პირი

1.
პროექტის პრეზენტაცია და ფუნქციების განაწილება
-საპროექტო ჯგუფის მიერ სამუშაო გეგმის შედგენა
საუბარი-“ ,,ლიდერი და ლიდერობა“


--ფილმის ჩვენება ,, მე ვარ მალალა“ /მოსწავლეთა მოტივირება, ინფორმაციის მიღება/.















16.04








ე.გუბელაძე, ნ.კალანდაძე



2.აქცია-ბუკლეტების მომზადება და დარიგება
/ა.საზოგადოების ინფორმირება , ბ.რესურსის შექმნის ტექნიკის ფლობა/.
23.04
მასწავლებელი
3. ტრენინგი
,, მას მსოფლიოს გარდაქმნა სურს“
/1.ცოდნის და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის და
კონფლიქტის მიზეზ-შედეგობრივ არსში წვდომა/





3.05








ნ.კალანდაძე

4. მოსწავლეთა კონფერენცია-
,, მალალა იუსაფზაი“:

ა. ბავშვობა
ბ. ცხოვრების მწარე გაკვეთილები
გ. ცხოვრება სამშობლოდან შორს
დ.გაბედული გოგონა
ე.ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი


-ვ. არსებობობს კი პრობლემის დარეგულირების გზები?
გ/პოლიტიკური ცნობიერებისა ამაღლება:/
/ გარკვევა ქვეყანაში      დაპირისპირების მიზეზებსა და მისი მოგვარების  შესაძლებლობებში/
11.05


მასწავლებელი
მოსწავლეები

5.დიკუსია-,, ლიდერობისაკენ მიმავალი გზა ადვილი არაა“



6.პროექტის შეჯამება








13.05.05





16.05
მასწავლებელი
მოსწავლეები

შედეგი

ძირითადი შეკითხვები
v  ბოლოს რა შედეგზე გვსურს გასვლა?









ჩამოუყალიბდათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ამაღლდა სამოქალაქო ცნობიერება, რაც ხელს შეუწყობს მუდმივი ზრდის, სწავლების და აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბების პროცესს, რათა შემდეგ ჩაებნენ სახელმწიფო მნიშვნელობის პრობლემების მოგვარებაში


ხელისშემშლელი ფაქტორები/შესაძლო რისკები:






შესაძლებელია, ზოგიერთ მოსწავლეს გაუჭირდეს კონკრეტული ფაქტის გაცნობიერება-გააზრება ასაკობრივი თავისებურებიდან გამომდინარე
შეფასება
ძირითადი შეკითხვები:
v  როგორ, რა ინსტრუმენტებით განვსაზღვრავთ, როგორ მიმდინარეობს მუშაობის პროცესი და გავედით თუ არა შედეგზე?
1.      სისტემატიური დაკვირვება პროექტის განხორციელებაზე.
2.      კონსულტირება.
3.      შუალედური მონიტორინგი დაეხმარა მოსწავლეებს  დაენახათ მუშაობის პროცესში დაშვებული შეცდომები, გამოასწორეს ის და შეძლეს დასახული ამოცანების ადაპტირება,სასურველ შედეგზე გასვლა.
4.      პროექტის საბოლოო მონიტორინგმა დაანახა მოსწავლეებს პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეები, რომელსაც გაითვალისწინებენ შემდგომი პროექტის განხორციელებისას.
5.      პროექტის მუშაობის პროცესზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ
მოსწავლეები შედეგზე გავიდნენ.


პროექტის მონიტორინგი
საჭირო საქმიანობა
ინდიკატორი
თარიღი
საინციატივო ჯგუფის შექმნა
შექმნილია საინციატივო ჯგუფი
16.04
სამოქმედო გეგმის შემუშავება
შემუშავებულია სამოქმედო გეგმა
               16.04
ბუკლეტების დამზადება
დამზადებულია 50 ბუკლეტი
                23.04
პრეზენტაციის მომზადება
მომზადებულია პრეზენტაციაPover  Point-ში

ბუკლეტების დარიგება სკოლის მოსწავლეებში
ბუკლეტები დაურიგდებათ მოსწავლეებს,თემს
23.04
ტრენინგი:
ჩატარდება ტრენინგი
3.05
დისკუსია:

13.05

პროექტის შეჯამება

               16.05


        სკოლაში არსებულ ,,მომავალის ლიდერთა კლუბის “ წევრებთან შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა ახალ პროექტზე, რომლის იდეა შესთავაზა კლუბის კოორდინატორმა. დაინიშნა პროექტის წარდგენის დღე -2019 წლის 16 აპრილი. 

შეხვედრა N 1
თარიღი: 16.04.19
პროექტის სახელწოდებაა: ,,პაკისტანელი მალალა იუსაფზაი“
პროექტის მონაწილეებმა გაინაწილეს ფუნქციები, აირჩიეს
პროექტის მენეჯერები
ტექნიკური მენეჯერი
საპროექტო ჯგუფმა განსაზღვრა და ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა და გაინაწილეს დავალებები.
ჩატარდა საუბარი თემაზე:  ,,ლიდერი და ლიდერობა
მოსწავლეთა მოტივირებისა და  ინფორმაციის მისაღებად აჩვენეს ფილმი  ,,მალალა იუსაფზაი“და წაიკითხეს ნაწყვეტები წიგნიდან ,,მე ვარ მალალა“

შეხვედრა N 2
თარიღი: 23.04.19
მოსწავლეთა მიერ დამზადდა ბუკლეტები მალალაზე და დარიგდა სკოლაში.
მოხდა საზოგადოების ინფორმირება და გაუმჯობესდა რესურსის შექმნის ტექნიკის ფლობა.
შეხვედრა N 3
თარიღი: 3.05.19
ტრენინგი  
,, მას მსოფლიოს გარდაქმნა სურს“.
ტრენინგზე მუშაობა საინტერესო და სახალისო იყო. მოსწავლეებმა გაითავისეს ლიდერის როლი და დანიშნულება. მათ  მიეცათ შესაძლებლობა კომუნიკაციის, ლიდერობის და პროექტების შექმნის უნარ-ჩვევების დაუფლების. 

შეხვედრა N 4
თარიღი: 11.05.19
ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია- ,, მალალა იუსაფზაი“:
ა. ბავშვობა
ბ. ცხოვრების მწარე გაკვეთილები
გ. ცხოვრება სამშობლოდან შორს
დ.გაბედული გოგონა
ე.ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი

შეხვედრა N 5
თარიღი: 13.05.19
5.დიკუსია-,, ლიდერობისაკენ მიმავალი გზა ადვილი არაა“
სკოლის ასაკიდანვე იწყება მოქალაქეობრივი პასურისმგებლობის გაცნობიერება.მოსწავლეები შეეცადნენ გაეცნობიერებიათ საკუთარი როლი , მონაწილეოდნენ დისკუსიაში.გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს. მათთვის მალალას სახე დაუვიწყარი იქნება. 

შეხვედრა N 6
თარიღი: 16.05.19
წარმოდგენილი იქნა პროექტის პრეზენტაცია. მოსწავლეებმა ისაუბრეს ახალგაზრდა ლიდერის მალალას შესახებ, რომელიც იბრძვის მთელ მსოფლიოში ქალებისათვის განათლებაზე ხელმისაწვდომობისათვის. 


ამავე შეხვედრაზე შეჯამდა პროექტზე მუშაობა. მოსწავლეები პროექტზე მუშაობისას თანამშროლობდნენ, ერთად ქმნიდნენ რესურსებს, დახატეს მალალას სურათი.ახალგაზრდა ლიდერის ისტორიამ დააინტერესა არა მარტო პროექტის მუშაობაში ჩაბმული მოსწავლეები,არამედ მათი მშობლებიც, მოიძიეს ინფორმაცია მალალას შესახებ,შეიძინეს მალალა იუსაფზაის წიგნი ,, მე ვარ მალალა“. რა დანაშაული მიუძღოდა ახალგაზრდა ლიდერს? რატომ გაიმეტეს ის თალიბებმა სასიკვდილოდ? ის ხომ სწავლის უფლებისათვის იბრძოდა? უამრავი კითხვა დაისვა პროექტზე მუშაობისას და მასზე პასუხი გაცემულია. მოსწავლეებმა ასაკის შესაბამისად შეიძინეს ახალი უნარ-ჩვევები,რომელსაც პრაქტიკულად გამოიყენებენ.


რეფლექსია
სასწავლო-საგანმანათლებლო  პროექტი
,,პაკისტანელი მალალა იუსაფზაი“
         პრობლემა მოსწავლეთა ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, ამიტომ ისინი მოტივირებულნი იყვნენ, რაც დაეხმარათ პრობლემის დაძლევაში, მაღალი სააზროვნო უნარების (კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და კომუნიკაციური) განვითარებაში, პასუხისმგებლობის გაზრდაში. გათვალიწინებული იყო ჯგუფის ყველა წევრის ინდივიდუალური შესაძლებლობა.
             პროექტის პრეზენტაციის და   ფუნქციების განაწილების შემდეგ საპროექტო ჯგუფმა სამუშაო გეგმა შეადგენა, განსაზღვრეს დრო, რესურსები,სად შეიძლება მათი მოძიება.გაითვალისწინეს, რომ დაგეგმვა პრობლემის გადაჭრის კრეატიული პროცესია. საჭიროების მიხედვით მუშაობდნენ ჯგუფურად,ინდივიდუალურად. ჯგუფები მუშობდნენ შეთანხმებულად, კონფლიქტების გარეშე, არ ითრგუნებოდა არც ერთი მოსწავლე, ჯგუფის ყველა წევრი ჩართული იყო საქმიანობაში, გაიზარდა მონაწილეთა მოტივაცია.პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობა დაეხმარათ მათ გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში. მათ განუვითარდათ გუნდური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და ანალიზის უნარები.   მასწალებელი მოსწავლეთა შეკითხვებზე   პასუხობდა, აძლევდა მათ   რჩევებს. მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი, კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროექტებში.მოსწავლეთა მოძიებული მასალები საინტერესო და სასარგებლო იყო  ყველასათვის.

პროექტზე მუშაობისას გამოყენებული იყო შემდეგი რესურსები:
Ø  კომპიუტერი
Ø  პროექტორი
Ø  ინტერნეტი
Ø  ფოტო,ვიდეო
Ø  შესაბამის ლიტერატურული და სამეცნიერო მასალა
Ø  ფლიფჩარტი, მარკერები,სხვადასხვა ზომის და შეფერილობის ქაღალდები
  მოსწავლეებმა ფილმის ნახვის შემდეგ წარმოადგინეს თავიანთი შთაბეჭდილებები. სწავლა-სწავლების პროცესში  ფილმის სასწავლო რესურსის სახით გამოყენებამ და ნაშრომის ,,მე ვარ მალალა“ (მალალა იუსაფზაი ქრისტინა ლემთან ერთად) წაკითხვამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მიერ საკითხების გაცნობიერებას.
 თვითშეფასების მუდმივმა წარმოებამ დაგვანახა მუშაობის პროცესში დაშვებული შეცდომები, რომ ვიზრუნოთ მის გამოსწორებაზე. პროექტზე მუშაობისას პრობლემის გადაჭრის გზების ძიების პროცესში მოსწავლეებმა გაანალიზეს, რომ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო მეტი ცოდნა, ასევე სხვა საგანში მიღებული ცოდნის ურთიერთკავშირი. პროექტზე მუშაობით მოსწავლეებმა გამოავლინეს ინტერესი, გაიღრმავეს კვლევითი უნარ-ჩვევები,ისტ-ის გამოყენებამ ხელი შეუწყო, რომ შეექმნათ ელექტრონული რესურსი (საპრეზენტაციო სლაიდები), გაიღრმავეს ცოდნა, გადაიღეს ფოტო სურათები.  მიღებული ცოდნა დაეხმარებათ ყოფა-ცხოვრებაში.
    პროექტზე მუშაობისას  მიღებული ცოდნა  მათ დაეხმარათ გაეცნობიერებიათ, როგორ ხდება ლიდერად ჩამიყალიბება, ლიდერად იბადებიან, თუ ლიდერად ხდებიან, როგორი უნდა იყოს ლიდერი, როგორ ხდება ჯგუფის მიერ ლიდერად აღიარება.  ფიქრობენ, რომ ინდივიდი არ ხდებალიდერი მხოლოდ იმის გამორომ მას გარკვეული თვისებები გააჩნია.ლიდერთა თვისებები უნდა შეესაბამებოდეს იმ სიტუაციას და გარემოს,რომელშიც ისინი ფუნქციონირებენ.  რომ ლიდერობა არ შეიძლება იყოსპასიური მდგომარეობაიგი ყალიბდება სამუშაო ურთიერთობებში ლიდერსადა ჯგუფის სხვა წევრებს შორისმოსწავლეებმა მიიღეს არა მარტო ფორმალური განათლება, ეს განათლება შეივსეს არაფორმალური განათლებით.
გააცნობიერეს, რომ  ლიდერობასთან ასოცირდება შემდეგი თვისებები:
1. პასუხისმგებლობა და საქმის შესრულების სურვილი;
2. შეუპოვრობა და მხნეობა მიზნის მისაღწევად;
3. რისკიანობა და ორიგინალურობა პრობლემების გადაჭრისას;
4. ინიციატივის გამოჩენა სოციალურ სიტუაციებში;
5. თვითრწმენა და პიროვნული იდენტობის გრძნობა;
6. პასუხისმგებლობა საკუთარი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობისშედეგზე;
7. 
მზაობა მიიღო ინტერპერსონალური სტრესი;
8. იმედგაცრუებისა და გაჭიანურების ატანის მზაობა;
9. შესაძლებლობა გავლენა მოახდინო სხვა ადამიანების ქცევაზე;
თვლიან, რომ ლიდერის გამოსარჩევი თვისებებიაშემართებამოტივაცია,პატიოსნებათავდაჯერებულობაკოგნიტური შესაძლებლობები და საქმისცოდნა.  ადამიანები მსგავსი თვისებებით შეიძლება დაიბადონ ან ცხოვრებისგანმავლობაში შეიძინონ ისინი.

 მაგრამ წარმატების მისაღწევად ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია:
 ინტელექტი, მიზანდასახულობა, სწორი ხედვა, სიმტკიცე.
არსებობდა რისკი, რომ მონაწილე მოსწავლეების ინტერესი შესუსტდებოდა, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა.  პროექტი მიზნად ისახავდა ინფორმაციული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდას, მიაწოდა  მოსწავლეს ინფორმაცია ახალგაზრდა ლიდერის  შესახებ,რომლის მაგალითი ხელს შეუწყობს და განაპირობებს მის პატრიოტ და ჰუმანურ ადამიანად ჩამოყალიბებას. ამასთან მას გადამწყვეტი მნიშვნელიბა აქვს მოსწავლისათვის სამოქალაქო კომპეტენციების შემუშავებისა და საზოგადოებაში სამოქალაქო კულტურის დამკვიდრებისათვის პროექტული სწავლება ეფექტურია სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის.მონაწილე მოსწავლეებმა შეიხსენეს და გამოიყენეს წინარე ცოდნა, შეიძინეს ახალი, პროექტზე მუშაობით მოსწავლეებმა განივითარეს დროის მართვის, დაგეგმის, თვითშეფასების უნარ-ჩვევები, აქტიურობა სასარგებლოა ცოდნის გაღრმავებისათვის. თანამშრომლობა დაეხმარათ, უფრო ღრმად გაიგონ  რასაც სწავლობდნენ. მოზარდს უყალიბდება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ღრმავდება სამშობლოს სიყვარული, პოზიტიური  მაგალითით და თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით იგი ჩამოყალიბდება ღირსეულ მოქალაქედ.

                                                                            
                                                                                    2019 წლის მაისი


სასწავლო–საგანმანათლებლო პროექტი
 2019 სასწავლო წელი 
სკოლის სახელწოდება: სსიპ ქალაქ ქუთაისის #15 საჯარო სკოლა
პროექტის სახელწოდება: ,,ბუნება ჩემით მეტყველებს“
საგანი:   ქართეული ენა და ლიტერატურა
საფეხური/კლასი-დაწყებითი
პროექტის იდეა: მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ვაჟა ფშაველას ნაწარმოებებით, მსოფლმხედველობითა და შემოქმედებით.
პროექტის ხანგრძლივობა:  1 თვე
ჩამოთვალეთ პროექტში ჩართული ყველა პიროვნება და მათი კონკრეტული მოვალეობები:
პროექტის კოორდინატორი
პროექტის მენეჯერები
პროექტის აქტუალობა:
ვაჟა ფშაველას მსოფლმხედველობითი ფენომენიდან გამომდინარე, ის არა მხოლოდ ქართველი ერის, არამედ მსოფლიო საკუთრებაცაა. ამიტომ მისი შესწავლა, მისი ნაწარმოებების არსის წვდომა და მოსწავლეების ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება მოგვცემს შედეგს, შევქმნათ ჯანსაღი საზოგადოება, სადაც თითოეულ პიროვნებას გაცნობიერებული ექნება საყოველთაო საჭიროებები, თავისი როლი საზოგადოების ფორმირებაში, მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ადამიანებისა და გარემოს წინაში, სადაც ცხოვრობენ და თანაცხოვრობენ ისინი. ეს ყველაფერი კი მიიღწევა სკოლის ასაკიდან, სკოლა კი ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართვას, მათ აქტიურობას ისწავლონ და ასწავლონ სხვებსაც, თანატოლებსა თუ უფროს თაობას, როგორ გავუფრთხილდეთ მაცოცხლებელ დედაბუნებას, რომელიც ყოველთვის იყო ვაჟა ფშაველას ამოსავალი წერტილი.

პროექტის მიზანი:
ü  პროექტი ხელს უწყობს იმას, რომ თითოეულმა მოსწავლემ, (პიროვნებამ) გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა და მოვალეობა დედამიწის მაცოცხლებელი ბუნების შესახებ.
ü  გაანალიზონ ვაჟა ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით, თუ რას მეტყველებს ბუნება ჩვენზე და ჩვენით, გააცნობიერონ თანამედროვე და წარსული   ეკოლოგიური პრობლემები და ხელი შეუწყონ მათი თავიდან აცილების გზებს.
ü  მოსწავლეებმა  მკაფიოდ დაინახონ საკუთარი ადგილი და როლი საზოგადოებაში.  შექმნან გარემო ჯანსაღი ცხოვრებისათვის და ასევე იმსჯელონ ნაწარმოებებში და პროექტის ფარგლებში წარმოდგენილ ფილმებში, ასახულ, გაპიროვნებულ ბუნებაზე.

საგნობრივი სტანდარტები:  V კლასი

 

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ვერბალური და არავერბალური ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება, ინტერპრეტირება და მსჯელობა მათს ურთიერთმიმართებაზე; აქვს მედიაწიგნიერების საწყისი უნარ-ჩვევები
სამუშაო რესურსი: კომპიუტერი, პროექტორი, მაგნიტური დაფა, სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა, ინტერნეტ საიტები, ფოტო მასალა, ფლაერები, ვატმანის ქაღალდი,  მარკერები.
პროექტის განხორციელების წინაპირობები:
მოსწავლეებზე, მოზარდებზე და ზოგადად საზოგადოებაზე დაკვირვებებმა გამოკვეთა საჭიროება, უფრო ღრმად ყოფილიყო განხილული და წარმოჩენილი ვაჟა ფშაველას ნაწარმოებები, რომელსაც მსოფლიოც კარგად იცნობს, ამ შემთხვევაში აღსანიშნავია, იაპონია, იასუჰირო კოჯიმას მიერ ვაჟას პოემების თარგმანი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ ასაკიდანვე მოსწავლეებში ვაჟას ნაწარმოებების პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი და საჭიროა. ამის შედეგად განისაზღვრა შემდეგი საჭიროებები:
Ø  მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ვაჟა ფშაველას ნაწარმოებებში ასახული საზოგადო თუ ბუნების გაპიროვნების მაგალითებით და მიმართებებთ, მისი ძირითადი სათქმელი.
Ø  მათი როლის გაცნობიერება მაცოცხლებელი ბუნების წინაშე.
Ø  ვაჟას ფენომენის განცობა, სწავლა-სწავლება.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:
1.      ფუნქციათა დელეგირება პროექტის განმახორციელებელ მოსწავლეთა შორის.
2.       შეიქმნება  ჯგუფები:
Ø  სოციალური ჯგუფი: შეადგენენ კითხვარს და გამოიკითხავენ სკოლის მოსწავლეებს, თემის წარმომადგენლებს, ვაჟა ფშაველას მოღვაწეობის და მისი შემოქმედების მიმართულებით და შეეცდებიან  მათი  ცნობიერების ამაღლებას.
Ø  საინფორმაციო ჯგუფი: საინფორმაციო ჯგუფი შექმნის ბუკლეტებს სამახსოვრო ფრაზებით ვაჟა ფშაველას ნაწარმოებებიდან.
Ø  საგანმანათლებლო ჯგუფი: დაგეგმავენ შემაჯამებელ ღონისძიებას



 პროექტის პრეზენტაცია

3.      ,,ვაჟა ფშაველა და საზოგადოება“ დისკუსია 

4.      დოკუმენტური ფილმი ,,ვაჟა-ფშაველა“ , დისკუსია

5.      საინფორმაციო ღონისძიებები, თემის ინფორმირება.

6.      მხატვრული ფილმი ,,ფესვები“ - ჩანახატები ფილმის შესახებ.


8.      შეხვედრა ,,ჩვენ ვხატავთ ვაჟა ფშაველას ბუნების პერსონაჟებს“

9.      პრაქტიკული ღონისძიებები (ბუკლეტების დარიგება, სადაც წარმოდგენილი იქნება,  სამახსოვრო ფრაზები ვაჟა ფშაველას ნაწარმოებებიდან. თანატოლებთან, თემთან საუბარი ვაჟას ფენომენთან  მიმართებით)

 (პროექტის შეჯამება მოსავლეებისა და პედაგოგების მიერ).

  პროექტის ბენეფიციარები: სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის ირგვლივ დასახლებული მოსახლეობა.
ბენეფიციართა რაოდენობა: მოსწავლე   20 , მასწავლებელი 3, მშობელი 5



 პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია

სასწავლო პროექტის შეფასება

დანართი №1 ინფორმაციის მოძიებისა და დამუშვების  შეფასების რუბრიკა
1
მოძიებული მასალა შეესაბამება და სრუყოფილად გადმოსცემს თემის საკითხს
2ქულა
2
გამოყენებულია სხვადასხვა საინფორმაციო წყარო
3 ქულა
3
ფოტომასალა  შეესაბამება თემის საკითხს
2ქულა
4
ინდივიდუალური სამუშაო -მოძიებულ ინფორმაციას ახარისხებს, გამოჰყობს მთავარს და მეორე ხარისხოვან მასალას
3ქულა


დანართი 2  ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
1
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში
ქულა
2
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ - აზრს გამოთქვამენ, უსმენენ ერთმანეთს, იღებენ საერთო გადაწყვეტილებას
2 ქულა
3
პრეზენტაცისთვის ჯგუფის წევრები აერთიანებენ საკუთარ ნამუშევრებს და ქმნიან ელექტრონულ ვერსიას Power point -ში
2 ქულა
4
პრეზენტაცისას ჯგუფი წარმოადგენს შექმნილ ნამუშევარს, გუნდის წევრი აღწერს მუშაობის თანმიმდევრობას, აკეთებს დასკვნებს
2 ქულა
5
ჯგუფის წევრები პასუხობენ შეკითხვებს
2 ქულა


დანართი 3  პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
1
პასუხობს თემას
1 ქულა
2
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
2 ქულა
3
აღწერს ჯგუფის მუშაობის პროცესს, საუბრობს გამოყენებულ მასალაზე, იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
2 ქულა
4
მსჯელობს  და აკეთებს შესაბამის დასკვნებს 
2 ქულა
5
თვალსაჩინოებად წარმოადგენს ჯგუფის ნამუშევარს
2 ქულა
6
იცავს დროის ლიმიტს
1 ქულა


ჩამოთვალეთ ის შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას:
ელექტროენერგიის მიუწოდებლობა, საჭირო რესურსების ნაკლებობა
რისკების თავიდან აცილების გზები: ელექტროენერგიის მიუწოდებლობა– გენერატორის გამოყენება, ბუკლეტების ხელით დამზადება, რაც ხაზს უსვამს საკითხის აქტუალობას და მის პოპულარიზაციას მოსწავლეებსა და თემში.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

მოსწავლეები გააცნობიერებენ ადამიანისა და სასიცოცხლო ბუნების ურყევ და საჭირო კავშირს, ურთიერთობის ორმხრივ და აუცილებელ ქმედებებს, მის გაფრთხილებას და თვალნათელ უკუკავშირს. მხატვრული ნაწარმოებების გაგებისა და წვდომის უნარ-ჩვევებს ჩამოიყალიბებენ და შეძლებენ გაპიროვნების მაგალითებით, ნათლად ჩასწვდნენ იმ ღირებულებით რეგალიებს, რომლითაც გვაჯილდოვებს ბუნება დედამიწის გაჩენის დღიდან. ასევე შეძლებენ  ვაჟა ფშაველას კოსმოპოლიტური, ზოგადსაკაცობრიო და ბუნების სიყვარულის გამომხატველობითი არსის წვდომას.


პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია

სასწავლო პროექტის შეფასება
კითხვარი პროექტში  მონაწილე მოსწავლეებისთვის.
შემოღაზეთ სასურველი რიცხვი და გააკეთეთეთ კომენტარი:
1.რამდენად მისაღები და მოსაწონი  იყო თქვენთვის ეს პროექტი?
1.2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9. 10.
2.რამიიღეთპროექტიდან?
3. რა პროექტს აირჩევდით სამომავლოდ?
4.თქვენს მიერ განხორციელებულ პროექტს რას  დაამატებდით ან გამოაკლებდით?
5 მასწავლებელმა სწორად მიჩვენა გზა  როგორ მემუშავა პროექტზე
1.    2.3.4.5.6.7.8.9. 10.
6.პროექტზე მუშაობამ რა შეცვალა თქვენს აზროვნებაში?
7. თუ გსურთ კიდევ მსგავსი პროექტის განხორციელება?
8.რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებით ?
9. რომელი აქტივობა მოგეწონათ ყველაზე მეტად?
10. კმაყოფილი ხართ საკუთარი თავის  მუშაობით პროექტში?

ჩამოთვალეთ ის შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას:
ელექტროენერგიის მიუწოდებლობა, საჭირო რესურსების ნაკლებობა
რისკების თავიდან აცილების გზები: ელექტროენერგიის მიუწოდებლობა– გენერატორის გამოყენება, ბუკლეტების ხელით დამზადება, რაც ხაზს უსვამს საკითხის აქტუალობას და მის პოპულარიზაციას მოსწავლეებსა და თემში.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები გააცნობიერებენ ადამიანისა და სასიცოცხლო ბუნების ურყევ და საჭირო კავშირს, ურთიერთობის ორმხრივ და აუცილებელ ქმედებებს, მის გაფრთხილებას და თვალნათელ უკუკავშირს. მხატვრული ნაწარმოებების გაგებისა და წვდომის უნარ-ჩვევებს ჩამოიყალიბებენ და შეძლებენ გაპიროვნების მაგალითებით, ნათლად ჩასწვდნენ იმ ღირებულებით რეგალიებს, რომლითაც გვაჯილდოვებს ბუნება დედამიწის გაჩენის დღიდან. ასევე შეძლებენ  ვაჟა ფშაველას კოსმოპოლიტური, ზოგადსაკაცობრიო და ბუნების სიყვარულის გამომხატველობითი არსის წვდომას. მოსწავლეებს განუვითარდებათ  კვლევის და ინფორმაციის დამოუკიდებლად  მუშაობის უნარები, პროექტზე მუშაობისას მოახდენენ ცოდნის ტრანსფერს და  დაამყარებენ საგანთა შორის კავშირს.

მიმართულების მიმცემი საკვანძო  კითხვები:
1.      რა არის ბუნების ტკივილი?
2.      უნდა გვიყვარდეს  ვაჟას  ნაწარმოებები?
3.       როგორ ჩავუნერგოთ მოსწავლეებს  ბუნების  მგოსნისადმი   უსაზღვრო სიყვარული?
4.      რა არის  საჭირო  იმისათვის , რომ დავიცვათ ბუნება და გულთან მივიტანოთ მთი ტკივილი?


განსახორციელებელი აქტივობები
ამოცანები
ვადები
პასუხისმგებელი პირი
1
პროექტის დაგეგმვა
7.05.19
მასწავლებელი და მოსწავლეები
2
ფუნქციების დელეგირება, მზადება პროექტის პრეზენტაციისთვის
13. 05



მოსწავლეები  და  მასწავლებელი

3

პროექტის პრეზენტაცია



15. 05.

4
ჩანახატების დაწერა ვაჟა-ფშაველას შესახებ
  21.05
 პედაგოგი და  მოსწავლეები
5
ჩანახატების პრეზენტაცია

  23.05
პედაგოგი  და მოსწავლეეები
6
 ბუკლეტების დამზადება
 28. 05
პედაგოგი და მოსწავლეები
7
პროექტის შეჯამება ,,ბუნება ჩემით მეტყველებს“
6.06.
პედაგოგი და მოსწავლეები.
8
პროექტის შეფასება მოსწავლეებისა და პედაგოგის მიერ
7.06.
პედაგოგი და მოსწავლეები


შეხვედრა №1- 7.05.19.წ.   პროექტის ,,ბუნება ჩვენით მეტყველებს“ –ვაჟა –ფშაველა
შეხვედრის ძირითადი მიმართულება - მოსწავლეებმა შექმნეს 4 ჯგუფი. პირველი სამი ჯგუფი  ინდივიდუალურად და შემდეგ ურთიერთთანამშრომლობით ამუშავებდა  პროექტის ხელმძღვანელის  მიერ განაწილებულ მომდევნო  ოთხ შეხვედრას, რომელიც უნდა წარმოედგინათ პრეზენტაციით. ამ შეხვედრაზე ვესაუბრე და გავაცანი მოსწავლეებს პროექტის ,,ბუნება ჩემით მეტყველებს’’-ძირითადი მიმართულებები, მისი სოციალური მდგომარეობა და ღვაწლი. ვისაუბრეთ ვაჟას ცხოვრების ძირითად დეტალებზე, დავგეგმეთ ერთი თვის მანძილზე განსახორციელებელი აქტივობები. მოსწავლეები დაინტერესდნენ პროექტის მნიშვნელობით და შევქმენით ჯგუფები გადავანაწილეთ შესასრულებელი ფუნქციები.

შეხვედრა2–13.05., 15. 05.


ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად დავიწყეთ ფუნქციების დელეგირება, არჩეულ იქნა:

პროექტის მენეჯერი

პროექტის კოორდინატორები

ტექნიკური მენეჯერი

მოსწავლეები შეხვედრისას  ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ აზრებს, მსჯელობდნენ ვაჟა–ფშაველას ცხოვრების ამსახველი მასალის ირგვლივ. მუშაობდნენ ინდივიდუალურად  და წყვილებში. არჩევდნენ  ფოტო მასალებს პროექტში გამოსაყენებლად


შეხვედრა  №3- 21.05
მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოფენა თავიანთი ნამუშევრების , სადაც ასახული იყო პროექტის ძირითადი თემა

ამ შეხვედრაზე მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად საინტერესოდ წარმართეს ,,ბუნება ჩვენით მეტყველებს’’ პრეზენტაცია . პრეზენტაციისას მნიშვნელოვანი იყო პროექტის მონაწილეების დაინტერესება და მოტივაცია, მზაობა აქტივობების განხორციელებისათვის.  მოსწავლეები საუბრობდნენ ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალის ირგვლივ, მუშაობდნენ ხალისით, არჩევდნენ შესატყვის ფოტო-მასალებსა და მნიშვნელოვან ფრაზებს პრეზენტაციისათვის.


შეხვედრა №4 28.05.


შეხვედრაზე მოსწავლეებმა შეარჩიეს ბუკლეტების დასამზადებლად შესატყვისი სურათები და ასევე მნიშვნელოვანი ფრაზები, რომელიც ძალიან კარგად გადაანაწილეს ბუკლეტის ყველა გვერდზე. ზოგიერთმა აირჩია თვითონ დაეხატა თავისი ხელით ვაჟას პორტრეტი, რომელიც   უფრო მიმზიდველი გამოვიდა.
     მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები ,,ბუნება ჩემით მეტყველებს“ –ვაჟა-ფშაველას  ნაწარმოებებიდან  სამახსოვრო ფრაზების გამოყენებით .ამ შეხვედრაზე მოსწ. გავახსენე თუ როგორ უნდა დაეწერათ ჩანახატი. მათ უნდა შეექმნათ გეგმა და შემდეგ შეძლებდნენ ამ გეგმის მიხედვით სრულყოფილად დაეწერათ ჩანახატები. მოსწ. დიდი მონდომებით მოამზადეს ჩანახატი პრეზენტაციისათვის.


შეხვედრა 7  6.06.

  შეხვედრაზე აღინიშნა პედაგოგის მშობლებისა და კოლეგების მიერ, რომ პროექტში წარმატებული იყო ურთიერთთანამშრომლობა მოსწავლეებს შორის ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია მათი მეგობრებისა და მშობელთა ჩართულობამ, რითაც ამაყობდა მოსწავლეთა თვითშეგნება და გაიზარდა მათი მოტივაცია.

 მოსწავლეებს გამოუმუშავდათ ანალიზის, სინთეზის, კრიტიკული აზროვნების, შეფასების, კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები. მათ შეძლეს პრობლემის იდენტიფიცირება.
მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია თემებზე. ,,ბუნება ჩემით მეტყველებს“ .  გამოაკრეს პოსტერები–გადიღეს ფოტოსაურათები.


შეხვედრა8 7.06
მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ მოხდა პროექტის შეფასება . პროექტის ფარგლებში  ყველა აქტივობა , შესრულდა .


პრეზენტაცია ,,ბუნება ჩემით მეტყველებს“
პროექტში წარმატებული იყო  ურთიერთთანამშრომლობა მოსწავლეებს შორის. ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია მათი მეგობრებისა და მშობელთა ჩართულობამ, რითაც ამაღლდა  მოსწავლეთა თვითშეგნება და  გაიზარდა მათ  მოტივაცია. მოსწავლეებმა შეძლეს ჰუმანიტარულ საგანთა შორის კავშირის დამყარება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, გაეზარდათ მოტივაცია საგნის  სწავლისადმი.
პროექტში მუშაობისას მოსწავლეებს გამოუმუშავდათ  ანალიზის, სინთეზის, კრიტიკული აზროვნების, შეფასების, კვლევა-ძიების უნარ- ჩვევები.  შეძლეს პრობლმის გადაჭრის გზების გამონახვა აკეთებენ დასკვნებს, რომ ბუნება ჩვენით მეტყველებს და არ შეიძლება მისი დაზიანება. მოახდინეს ცოდნის ტრანსფერი. მოსწავლეები რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ პროექტში აწვდიან ინფორმაციას თავიანთ მეგობრებს, მშობლებს რომ კიდევ უფრო შეიგრძნობენ  ვაჟას შემოქმედებიდან გამომდინარე ბუნებისადმისითბოსა და სიყვარულს.
მოსწავლეები რასაც ფიქრობდნენ  პროექტის თემასთან დაკავშირებით სრულად ჩასწვდნენ მის არსს და შეძლეს წარმატებით გადმოცემა.
სამომავლოდ პროექტზე მუშაობისას უფრო მობილიზებულები ვიქნებით, მეტად დავხვეწთ გეგმასა და აქტივობებს. კიდევ უფრო საინტერესოს გავხვდით პროექტზე მუშაობას.

რეფლექსია
პროექტში წარმატებული იყო  ურთიერთთანამშრომლობა მოსწავლეებს შორის. ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია მათი მეგობრებისა და მშობელთა ჩართულობამ, რითაც ამაღლდა  მოსწავლეთა თვითშეგნება და  გაიზარდა მათ  მოტივაცია. მოსწავლეებმა შეძლეს ჰუმანიტარულ საგანთა შორის კავშირის დამყარება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, გაეზარდათ მოტივაცია საგნის  სწავლისადმი.
პროექტში მუშაობისას მოსწავლეებს გამოუმუშავდათ  ანალიზის, სინთეზის, კრიტიკული აზროვნების, შეფასების, კვლევა-ძიების უნარ- ჩვევები.  შეძლეს პრობლმის გადაჭრის გზების გამონახვა აკეთებენ დასკვნებს, რომ ბუნება ჩვენით მეტყველებს და არ შეიძლება მისი დაზიანება. მოახდინეს ცოდნის ტრანსფერი. მოსწავლეები რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ პროექტში აწვდიან ინფორმაციას თავიანთ მეგობრებს, მშობლებს რომ კიდევ უფრო შეიგრძნობენ  ვაჟას შემოქმედებიდან გამომდინარე ბუნებისადმისითბოსა და სიყვარულს.
მოსწავლეები რასაც ფიქრობდნენ  პროექტის თემასთან დაკავშირებით სრულად ჩასწვდნენ მის არსს და შეძლეს წარმატებით გადმოცემა.სამომავლოდ პროექტზე მუშაობისას უფრო მობილიზებულები ვიქნებით, მეტად დავხვეწთ გეგმასა და აქტივობებს. კიდევ უფრო საინტერესოს გავხვდით პროექტზე მუშაობას.მოსწავლეებში პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. გაანალიზეს მიღებული ინფორმაციები და  გამოიყენეს პრაქტიკაში. აქტიურად თანამშრომლობდნენ , ერთმანეთის აზრს პატივს სცემდნენ, პრობლემებს ერთად ჭრიდნენ. დასახული მიზნის მიღწევა მოხერხდა.
   მოსწავლეებმა კარგად გაანალიზეს, რომ ვაჟას შემოქმედება და მის მიერ ამეტყველებული ბუნება უდიდესი საგანძურია კაცობრიობისთვის. მათ შექმნეს ისეთი ბუკლეტები, სადაც ნათლად იყო წარმოჩენილი მათი აზროვნება, იმის შესახებ, რომ ვაჟას ბუნებისადამი დამოკიდებულება მისი  შემოქმედებიდან გამომდინარე  უდიდესი სიყვარულით აღანთებს თითოეულ მოსწავლეს.
მოსწავლეებმა მოუწოდეს თავიანთ თანატოლებს და საზოგადოებას,რომ მოვალეობად გაიხადონ ბუნებისადმი სიყვარული. მათ გაამთლიანეს არსებული და ახლად მიღბული ცოდნა, მიმდინარეობდა მსჯელობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. დიდი მოწონება დაიმსახურა გამოფენამ-,,ჩვენ ვხატავთ ვაჟა-ფშაველას ბუნების პერსონაჟებს“, ,,ბუნება ჩემით მეტყველებს“, ,,ჩანახატები ვაჟა-ფშაველას შესახებ“,  ,, რად მიყვარს ვაჟა-ფშაველა“.

პროექტის მდგრადობა: მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან საგნის პედაგოგთან ერთად დაარსებენ ვაჟა-ფშაველას მოყვარულთა კლუბს.

სასწავლო პროექტის გეგმა
პროექტის ხელმძღვანელი 
სკოლა – ქუთაისის N15 საჯარო სკოლა
პროექტის სახელწოდება – ჯანრთელობა და კანფეტი
საგანი – მე და საზოგადოება
დონე/ კლასი –  დაწყებითი საფეხური, III კლასი
განხორციელებული დროის ჩარჩო – 1 თვე
თემის საფუძველი
შინაარსოხბრივი სტანდარტი და ინდიკატორი
საზ. მეც. დაწყ.
(1)4. ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა (პირადი ჰიგიენა, ჯანსაღი კვება, სპორტული აქტივობები )
საზ. მეც. დაწყ.
(1) 6 საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა და მისი  მოსალოდნელი შედეგების  გაცნობიერება (რესურსების დაგეგმვა)
 საზ. მეც. დაწყ.
(1) 7 სხვადასხვა პროფესიის და საქმიანობის მნიშვნელობის  და საჭიროების გაცნობიერება
საზ. მეც. დაწყ.
(1) 8 ასაკის შესატყვისი სამომხარებლო და ეკონომიკური უნარ–ჩვევების გამოვლენა
პროექტის მთავარი იდეა – ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით
კანფეტი მავნებელია ჯანმრთელობისთვის
პროექტის აქტუალობა –  ხდება გაცნობიერება იმისა, რომ ჯანმრთელობა  ერთია, დაავადება კი უამრავი ამიტომ ადერეული ასაკიდანვე უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას. შესაბამისი ასაკობრივ ჯგუფს შეექმნება ცოდნა–წარმოდგენები კანფეტის მავნებლობის შესახებ – მისი გადაჭარბებით მიღების შემთხვევაში.

პროექტის მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს
·         გამოიმუშაოს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უნარჩვევები, აკონტროლოს კვება
·         გაიგოს კანფეტის როგორც სასარგებლო თვისების ისე კანფეტით გამოწვეულია ჯანმრთელობის ზიანის შესახებ
·         რატომ არის კანფეტი მავნებელი და რა შედეგი მოაქვს მის გადაჭარბებული რაოდენობით მიღებას.

პროექტისათვის  საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ფლიფჩარტი, თაბახის ფურცლები, ფორმატის ქაღალდი,  წებოვანი ფერადი ფურცლები, ფერადი მარკერები

მუშაობის ფორმები – ჯგუფური, წყვილებში

მოსალოდნელი შედეგი – მოსწავლეები შეძლებენ ურთიერთთანამშრომლობითი უნარების ჩამოყალიბებას, სხვისი აზრის მოსმენასა და  საკუთარის  დაფიქსირებას, პრობლემის ამოცნობას და მისი გადაჭრის გზების ძიებას, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებას (სხვადასხვა წყაროების მეშვეობით) თანატოლების  გამოკითხვა და მონაცემების ცხრილის სახით  წარმოდგენას, სლაიდშოუს შექმნას, ფოტოების გადაღებას,  პლაკატების დამზადებას და  აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის წარდგენას.


პროექტის მსხვლელობა (ძირითადი აქცივობები)
კლასი დავყავი ჯგუფებად (წყვილებად) გავითლისწინე ბავშვთა სურვილები. ჯგუფებს დაევალათ საჭირო და  მათთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიება,  თანატოლების გამოკითხვა და ინფორმაციის ცხრილის  სახით წარმოდგენა, სლაიდშოუს შექმნა  პოუვერ პოინტში. მოძიებული ინფორმაციის და შეგროვილი მასალის პრეზენტაცია.


მოსწავლეთა თვითშეფასება
გასვლითი ბარათების მეშვეობით
1.როგორ ვაფასებ საკუთარ მუშაობას
ა) იყო ძალიან საინტერესო ბ) გამიჭირდა გ) ინტერესი ვერ აღმიძრა
2.პროექტი იყო
ა) წარმატებული ბ) წარუმატებელი

ბავშვების რეკომენდაციები
ა) მშობლებს ბ) თანატოლებს გ) სპეციალისტებს

შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
კომენტარი
1) შეაგროვეს შესაბამისი ინფორმაცია
2) ჩაატარეს გამოკითხვა
3) გააკეთეს დასკვნა – რა სარგებლობა და ზიანი მოაქვს კანფეტს
4)  გასცეს შესაბამის რეკომენდაციები
5) მოსწავლეები მსჯელობენ, პრეზენტაციას აკეთებენ დამაჯერებლად

   
სასწავლო პროექტის  გეგმ

სახელი და გვარი

სკოლა-  ქუთაისის N15 საჯარო სკოლა

პროექტის სახელწოდება-ქართველებისა და აზერბაიჯანელების მეგობრობა 
საგანი-  ბუნებისმეტყველება
დონე/კლასი- დაწყებითი საფეხური, II კლასი
განხორციელებული დროის ჩარჩო- 1თვე
თემის საფუძველი-
შინაარსობრივი სტანდარტი და ინდიკატორი.
  -საქართველოსა და აზერბაიჯანის მოსახლეობის კულტურული და ისტორიული ძეგლები.( მათი ადგილმდებარეობა, დაარსება)
- საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა და მისი მოსალოდნელი შედეგების გაცნობიერება(რესურსები დაგეგმვა)
- ამ ორ ქვეყანას შორის პროფესიის და საქმიანობის მნიშვნელობის  და საჭიროების გაცნობიერება.
-ეკონომიკური უნარ-ჩვევების გამოვლენა,
პროექტის მთავარი იდეა- ვიცხოვროთ მეგობრულად, მტრობა დიდ ზიანს მოუტანს ადამიანებს.
პროექტის აქტუალობა- აქტუალურია იმიტომ, რომ მეგობრობას უკავშირდება. ხდება გაცნობიერება იმისა, რომ მეგობრობა, ერთია, ურთიერთ მტრობა კი უამრავი კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ურთიერთობებს, შესაბამისი ასაკიდან უნდა ჩავუნერგოთ მოსწავლეებს ერთმანეთისადმი სიყვარული, პატივისცემა და ურთიერთდახმარება.
პროექტის მიზანი:  მოსწავლემ უნდა შეძლოს
.  გამოიმუშაოს საკუთარ  ქვეყანაზე ზრუნვის  უნარ-ჩვევები.
 . მოსწავლეებმა გაიგოს მისი და აზერბაიჯანის  ქვეყნის ადათ - წესების შესახებ. 
  პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ფლიპჩარტი, თაბახის ფურცლები, ფორმატის ქაღალდი,  ფერადი ფურცლები, მარკერები.
მუშაობის ფორმები- ჯგუფური, წყვილებში.
მოსალოდნელი შედეგი- მოსწავლეები შეძლებენ ურთიერთთანამშრომლობითი უნარების ჩამოყალიბებას, სხვისი აზრის მოსმენასა და საკუთარი აზრის დაფიქსი-რებას, პრობლემის  ამოცნობას და  მისი გადაჭრის გზების ძიებას, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, (სხვადასხვა წყაროების მეშვეობით) თანატოლების გამოკითხვას და მონაცემების ტექსტის სხით წარმოდგენას, სლაიდშოუს შექმნას, ფოტოების გადაღებას, პლაკატების დამზადებს და აუდიტორიის წინაშე პრეზენტა-ციის წარდგენას.
პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობებით)
 კლასი დავყავი ჯგუფებად (წყვილებად) გავითვალისწინე მოსწავლეთა სურვილები. კლასში 2 აზერბაიჯანელ მოსწავლეს მივეცი დავალებად მოეძიათ ინფორმაცია საქარ-თველოს შესახებ, ხოლო ჯგუფებად ქართველ დაყოფილ მოსწავლეებს კი აზერბაიჯა-ნის შესახებ.  მოძიებული ინფორმაციის და შეგროვილი მასალის პრეზენტაცია.

მოსწავლეთა თვითშეფასება
გასვლითი ბარათების მეშვეობით
1.     როგორ ვაფსებსაკუთარ მუშაობას:
ა) იყო ძალიან საინტერესო,  ბ) გამიჭირდა,  გ) ინტერესი ვერ აღმიძრა.
2.     პროექტი იყო:
ა) წარმატებული,  ბ) წარუმატებელი.
ბავშვების რეკომენდაციები:
ა) მშობლეს,  ბ) თანატოლებს,  გ) სპეციალისტებს.
კრიტერიუმები
კომენტარი
1). შეაგროვეს შესაბამისი ინფორმაცია
2) ჩაატარეს გამოკითხვა
3) გააკეთეს დასკვნა-რა სარგებლობა მოაქვს მეგობრულ დამოკიდებულებას და რა ზიანი მოაქვს კონფლიქტს.
4) გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები
5)მოსწავლეები მსჯელობენ, პრაზენტაციას აკეთებენ დამაფერებლად



                                 

Комментариев нет:

Отправить комментарий