Страницы

დებატ-კლუბი ,,ღირსება"

                                 დებატ-კლუბი ,,ღირსება"

კლუბის მიზანი:

დაეხმაროს ახალგაზრდებს შეიძინონ საკუთარი ცხოვრების დაგეგმვის უნარი და გახდნენ მეტად თავდაჯერებულებიმიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე უკეთ მოახერხონ გარემოსთან ადაპტირება და გაეზარდოთ თვითრეალიზებისა და დასაქმების შსაძლებლობებიდაეუფლებიან ბრიტანული ფორმატის დებატსრომელიც წარმოადგენს ფორმალური დებატების ერთერთ სახეს და ის გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიძირითადად გამოიყენება საგანმანათლებლო მიზნებისათვისდებატები ახალგაზრდებს შორის ურთიერთობისა და კამათის შემეცნებითი ფორმაასადაც მოწინააღმდეგის ყველანაირი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე პატივისცემას იმსახურებსდებატების არსიაშეასწავლოს ახალგაზრდებს განსხვავებული კუთხით მიუდგნენ წინააღმდეგობრივ საკითხებს და კრიტიკული თვალით შეხედონ მათ წინაშე მდგომ ყოველ ამოცანასდებატების ტექნიკა შემეცნების პროცესს უფრო ხალისიანსა და უშუალოს ხდისამავე დროს ახალგაზრდები სწავლობენ საკუთარი აზრის მკაფიოდთამამად და არგუმენტირებულად გამოხატვასასევე კლუბის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ გაიარონ სხვადასხვა ტიპის ტრენინგებირომლებიც შემდგომ მათ დაეხმარებათ პროფესიული უნარჩვევების განვითარებაშიკონფლიქტების მართვასაჯარო გამოსვლის ტექნიკაეფექტური კომუნიკაცია.


კლუბში გაწევრიანების ლინკი

იდეა: დებატების ხელოვნების შესწავლა, საჯარო გამოსვლებისა და ორატორული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

   დებატ-კლუბი ,, ღირსება“
დებულება
საქართველო
სსიპ ქუთაისის N15 საჯარო სკოლა
დებატ-კლუბი  ,,ღირსება“
თავი I
ზოგადიდებულებები

მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულება (შემდ. დებულება) განსაზღვრავს დებატ- კლუბი  ,,ღირსება“მუშაობის ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბისლიდერის, წევრების, უფლება-მოვალეობებს, ასევე  კლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.
                                                                        
მუხლი 2.დებატ- კლუბი  ,,ღირსება“
მიზნები და ამოცანები
დებატ- კლუბი  ,,ღირსება“მიზნებია
1.      კლუბური ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა სკოლებში;
2.      მოზარდებში პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა;
3.      მოსწავლეთათვის21–ე საუკუნის უნარ-ჩვევებისსწავლებადაგამომუშავება;
4.      განათლებისდაინფორმირებისმდგრადიგარემოსშექმნა
მუხლი 3.დებატ- კლუბი  ,,ღირსება“   ფუნქციები:
1.      მოსწავლეების დაინტერესება დებატებისადმი
2.      დებატების სწავლების გაუმჯობესება
3.      ხელი შეუწყოსმოსწავლს პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას.
4.      ხელი შეუწყოს მის თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.
5.      დაეხმაროს მოსწავლეს ჰუმანური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
6.      კომუნიკაცია
7.      სწავლის უნარი
8.      პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრა

მოვალეობაა:
ა) განსჯა;
ბ) რჩევა;
გ) განხილვა
დ) დამტიკცება

მუხლი 4დებატ-კლუბის მოღვაწეობის პრინციპები
დებატ-კლუბის მოღვაწეობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: კანონიერებას, ჰუმანიზმს, კეთილსინდისიერებას, სოციალურ სამართლიანობას; დამოუკიდებლობას,  კოლეგიალურობას.
მუხლი 5. დებატ-კლუბის წევრი
დებატ-კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე, რომელიც გამოთქვამს კლუბში გაწევრიანების სურვილს, იზიარებს კლუბის მიზნებს, წარმოადგენს საკუთარ ხედვებს და წინადადებებს კლუბის ეფექტური საქმიანობის წარმართვის მიზნით.
წევრობა არის ნებაყოფლობითი და დებატ-კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა რომელიმე ორგანიზაციის ან გაერთიანების წევრი.
კლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია შეავასოს და ხელი მოაწეროს დებატ- კლუბის წევრობის ანკეტას.
დებატ-კლუბის წევრების ხმათა უმრავლესობის  გადაწყვეტილებით კლუბის წევრი შეიძლება გაირიცხოს კლუბიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
წევრთა უფლება-მოვალეობანი
დებატ-კლუბის წევრს უფლება აქვს:
)            მონაწილეობდესკლუბისსამუშაოშეხვედრებისმუშაობაში;
)            შესაძლებლობებისშესაბამისადმონაწილეობდესკლუბისპროგრამებშიდაღონისძიებებში;
)            მიიღოსყოველგვარიინფორმაციაკლუბისლიდერისაგან დაწევრებისაგანკლუბისსაქმიანობისშესახებ;
)           ისარგებლოსკლუბისსახელითმესამეპირებთანმოლაპარაკებებისდროს;

დებატ-კლუბის წევრი მოვალეა:
) დაიცვასკლუბისდებულებადამისმიერმიღებულიგადაწყვეტილებები;
) გაუფრთხილდესკლუბისღირსებასდაავტორიტეტს;
) აქტიურიმონაწილეობამიიღოსკლუბის მიერდაგეგმილღონისძიებებშიდასაკუთარიწვლილიშეიტანოსკლუბის ეფექტურფუნქციონერებაში.

მუხლი 6დებატ-  კლუბის ლიდერი
კლუბის ლიდერიაირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და სკოლის ადმინისტრაციას;
კლუბის ლიდერის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი ლიდერის არჩევამდე;
კლუბის ლიდერი:
ა) წარმართავს კლუბის საქმიანობას;
ბ) ხელმძღვანელობს და უძღვება სამუშაო შეხვედრებს;
გ) წარმოადგენს კლუბს სხვა პირებთან ურთიერთობაში;
დ) კლუბის წევრებთან  და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად წყვეტს  კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში გაერთიანების საკითხს;
ე) კლუბის წევრებთან ერთად ქმნის კლუბის გრძელ და მოკლე ვადიან სამუშაო გეგმას;
ვ) ისმენს კლუბის წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს და ანგარიშებს;
ზ) კლუბის წევრებთან ერთად განსაზღრავს ღონისძიებების დეტალურ გეგმას და საჭიროებებს;
თ) თითოეული ღონისძიების დასრულების შემდეგ ამზადებს ანგარიშს;
ი)  ასრულებს სხვა ფუნქციებს საჭიროების შემთხვვში

თავი II
დებულება ზოგადი ეთიკის შესახებ
მოცემული დებულება არეგულირებს დებატ-კლუბის სამუშაო ეთიკის ნორმებს და ვრცელდება ყველა წევრზე.
1.       კლუბისწევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელს, უფრთხილდებოდეს მას და ზრუნავდეს მის განვითარებაზე, თავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით არ ლახავდეს მას, მოქმედებდეს მაღალი ადამიანური ღირსებით კლუბის მიერ დაკისრებული ფუნქციებისა თუ მისიის განხორციელებისას.

2.       კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს და პატივს ცემდეს კლუბის დებულებას, ადათსა და დადგენილ ნორმებს. პატიოსნად და ნაყოფიერად ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამართლებდეს მინიჭებულ ნდობას.

3.       კლუბის ყველა წევრი და ლიდერი უფლებამოსილია გონივრულად ისარგებლოს და  გამოიყენოს კლუბის სახელი, კლუბის პროგრამები, პროექტები, განხორციელებული საქმიანობების ანგარიშები, მათგან გამომავალი დასკვნები და მიგნებები, ლიტერატურა, საქმიანობისას გამომუშავებული სასწავლო მეთოდოლოგია, საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია, განხორციელებული საქმიანობის ან პროგრამის გაგრძელებები და ყველაფერი, რისი შემუშავებაც მოხდა კლუბში, წარმოადგენს კლუბის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას.

4.       დებატ-კლუბის სახელის ბოროტად გამოყენება, სამუშაო პროცესში მიღებული შიდა ინფორმაციით მანიპულირება (მისი არადროული გადაცემა, დაფარვა, საჯაროდ გავრცელება) პირადი მოგების მიზნით განიხილება უხეშ დარღვევად.

სამოქალაქო კლუბის სამუშაო პერიოდი
ა)  დებატ-კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხევა სკოლის სასწავლო სემესტრს;
ბ) დებატ-კლუბი შეხვედრას მართავს კვირაში ერთჯერ წევრებთან შეთანხმების საფუძველზე
გ) კლუბის სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.



                                                                     
2023-2024 სასწავლო წლები

სამოქმედო გეგმა

პირველი სემესტრი

1. ფუნქციების დელეგირება: ლიდერის, მენეჯერებისა და კოორდინატორების ფუნქციების განსაზღვრა

2. რა არის დებატები?

3. დიდ ქალაქში ცხოვრება სჯობს, სოფელში ცხოვრებას

4. მშობლებმა პასუხი უნდა აგონ შვილების ქმედებაზე


























































































არქივი 


დებატ -კლუბი ,,ღირსება“ 


                                                       სამოქმედო  გეგმა
თემა
თარიღი
1
ლიდერის არჩევა
29.10.18
2
კლუბის სტუმარი

30.10.18
3
,,არ აქვს მნიშვნელობა მთის ინფრასტრუქტურას, მთავარია ტურისტები დაინტერესდნენ

13.11.18
4
,,არ აქვს მნიშვნელობა სად მიიღებ განათლებას, მთავარია გქონდეს დიპლომი


27.11.18
5

29.01.19   წელი
6
,,დისკუსიის წესები, როლი და მნიშვნელობა"
05.02.19
7
,, ტექნიკური პროგრესი ცივილიზაციის განადგურებას

იწვევს“.
19.02.19
8
,,რაჭა-ლეჩხუმში ტურიზმის განვითარების პერსპექტივები არ არის"
26.02.19
9
,,განათლებული საზოგადოება წარმატებული ქვეყნის გარანტია"


12.02.19

10
რეზოლუცია: ყველა ადამიანი ვალდებულია იყოს აქტიური მოქალაქე
26.03.2019
11
,,23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა"
23.04.19
12
                                                                                
,,ადამიანი და ღირსება’’
16.05.19
13
                                                                                
კლუბის შემაჯამებელი შეხვედრა
11.06.19




N13 კლუბის მუშაობის შეჯამება

11.06.19

გაიმართა კლუბების შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც მოსწავლეებმა მიიღეს სკოლის დირექტორისა და კლუბის მეურვის ხელმოწერით სიგელები, რისი მეშვეობითაც დადასტურდა მათი მუშაობა წლის მანძილზე. 

კლუბის მეურვემ და ლიდერმა ჯაბა სვანიძემ გააკეთა მოხსენებითი ანგარიში და მიესალმა კლუბის პირველ თაობას, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სკოლის განვითარებაში არაფორმალური განათლების მიმართულებით.

კლუბის სტუმრები იყვნენ: ნიკა ახვლედიანი, თორნიკე თათვიძე და ბაჩო რეხვიაშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის სტაჟირების პროგრამის მონაწილეები: სალომე ჭეიშვილი და ლალი რობაქიძე, რომლებსაც გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. 


N12 შეხვედრა: 16.05.19













N11შეხვედრა: 23.04.19

,,23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა"








N10 შეხვედრა: 26.03.2019


რეზოლუცია: ყველა ადამიანი ვალდებულია იყოს აქტიური მოქალაქე

დებატ-კლუბის წევრებთან სადებატო რეზოლუციის გამოცხადებამდე განისაზღვრა, რას ნიშნავს, იყო მოქალაქე. სამართლებრივი თვალსაზრისით, მოქალაქე პიროვნებაა, რომლის მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ უფლებებს იცავს სახელმწიფო, სადაც ის ცხოვრობს. ასევე, მოქალაქეებს აქვთ მოვალეობები სახელმწიფის წინაშე, რომელთა შორის ძირითადია ქვეყნის კანონების დაცვა, სავალდებულო სამხედრო სამსახური, გადასახადების გადახდა და სხვ.




ისტორიულად და დღესაც მოქალაქის ცნების მთავარი განმსაზღვრელი პიროვნების მიერ უფლების გამოყენება და მოვალეობების შესრულებაა. აღსანიშნავია, რომ ადამიანსა და მოქალაქეს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ ადამიანს დაბადებიდან აქვს მინიჭებული უფლებები, ხოლო მოქალაქეს, უფლებების გარდა, აკისრია მოვალეობებიც.
ამის შემდეგ მოსწავლეები დემოკრატიული პრინციპით გადანაწილდნენ 3 ჯგუფში:      მამტკიცებელი მხარე, უარმყოფელი მხარე და მსაჯები.



მამტკიცებელი მხარე: რეზოლუციიდან გამომდინარე, ამ პოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თანამედროვე მოქალაქე აქტიურად არ მონაწილეობს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში, ამგვარი დამოკიდებულება კი აფერხებს დემოკრატიის განვითარებას. მაგრამ, ვინაიდან, აქტიური მოქალაქეობა ყველა ადამიანის მოვალეობაა, ის ჩართული უნდა იყოს სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმეში, ინტერესდებოდეს ქვეყანაში, ქალაქში, თემში მიმდინარე პროცესებით. აქტიური მოქალაქე არსებული პრობლემის მოგვარებას ცდილობს, მედასაშუალებების აქტიური გამოყენებით, მიმართავს საჯარო გამოსვლებს და მშვიდობიან აქციებს აზრის გამოსახატავად. ნებისმიერი მოქალაქე ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების საქმეში, ეს აქტივობები  კი  ადამიანს, პიროვნებას ეხმარება, გააცნობიეროს საკუთარი საჭიროებები, როლი და პასუხისმგებლობა, რომელიც მას თვითრწმენას უმაღლებს და ბიძგს აძლევს თვითონ გამოიჩინოს ინიციატივა ქვეყნის საკეთილდღეოდ.



უარმყოფელი მხარე: მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ყველა ადამიანი თვისუფალია და მისი ნება და სურვილი განსაზღვრავს იქნება თუ არა ის აქტიური მოქალაქე და შეიტანს თუ არა წვლილს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებაში. მათი თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის როლი მოქალაქის რეალიზებაში, რომელიც მდგომარეობს მის დასაქმებასა, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, რაც ადამიანს მეტად მოტივირებულს ხდის წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივ საქმიანობაში. 



მამტკიცებელი მხარის მტკიცებას, რომ აქტიური მოქალაქეები მიმართავენ მშვიდობიან აქციებს აზრის გამოსახატავად, უარმყოფელმა მხარემ, დაუპირისპირა წარსული მოვლენები, სადაც მშვიდობიანი აქციები ძალისმიერი მეთოდით  განეიტრალებულა. ამის ყველაფრის შემდეგ კი, როდესაც მოქალაქე ვერ ახერხებს საკუთარი აზრის, უნარებისა და შესაძლებლობების რეალიზებას, ის შესაბამისად პასიური მოქალაქე ხდება, რომელიც ინდიფერენტულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ.


მსაჯებმა თანატოლები შეაფასეს ქულებით, დებატებში გათვალისწინებული წესების მიხედვით, ასევე მისცეს მათ განმავითარებელი რჩევები.
 მასწავლებელმა შეაფასა მოსწავლეთა მუშაობა, მისცა მათ რჩევები, რაც მომავალში მათ დაეხმარებათ მეტად განავითარონ თავიანთი უნარ-ჩვევბი და შესაძლებლობები.


შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში სტაჟირების პროგრამის მონაწილე, ისტორიის მომავალი პედაგოგები:  სალომე ჭეიშვილი, ლალი რობაქიძე.

                                                                                                          კლუბის მეურვე: ნ.კალანდაძე


N9 შეხვედრა: ,,განათლებული საზოგადოება წარმატებული ქვეყნის გარანტია"

12.03.19 


შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში სტაჟირების პროგრამის მონაწილე, ისტორიის მომავალი პედაგოგები:  სალომე ჭეიშვილი, ლალი რობაქიძე.

                                                                                                          კლუბის მეურვე: ნ.კალანდაძე


N  8   შეხვედრა ,,რაჭა-ლეჩხუმში ტურიზმის განვითარების პერსპექტივები არ არის"


http://economicracha.blogspot.com/p/blog-page_9.html




N  7   შეხვედრა 

19.02.19

,, ტექნიკური პროგრესი ცივილიზაციის განადგურებას 

იწვევს“.


ყველა ვთანხმდებით იმ აზრზე, რომ მეცნიერებისა  და ტექნიკის თანამედროვე მიღწევებს დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია საზოგადოებისთვის, მაგრამ ისინი სერიოზულ საფრთხესაც ქმნიან დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობისთვის. საინტერესოა რას ფიქრობენ ამ საკითხზე  დებატ-კლუბის წევრი მოსწავლეები.



მათ კლუბის მეურვემ შესთავაზა რეზოლუცია სათაურით ,, ტექნიკური პროგრესი ცივილიზაციის განადგურებას იწვევს“.
მოსწავლეები დემოკრატიული პრინციპის საფუძველზე გადანაწილდნენ  3 -ჯგუფად
1-ჯგუფიმამტკიცებელი
2-ჯგუფიუარმყოფელი
3-ჯგუფიმსაჯები




მამტკიცებელი მხარე:  ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ ტექნიკური პროგრესი იწვევს ცივილიზაციის განადგურებას და მოიყვანეს ამის შესაბამისი არგუმენტები. მაგალითად: დღეს, როდესაც იზრდება ავტომობილების რაოდენობა, მათი გამონაბოლქვი იწვევს გარემოს დაბინძურებას ეს შესაბამისად  აისახება ადამიანთა ჯანმრთელობაზე. ასევე, ინტერნეტ სამყარომ დაიპყრო მსოფლიო და დროის კონტროლი  დაკარგა ადამიანებმა. ჯანმრთლობის თვალსაზრისით, კომპიუტერი აქვეითებს მხედველობას.




უარმყოფელი მხარე:მოსწავლეები არ დაეთანხმნენ ოპონენტთა მოსაზრებას და აღნიშნეს, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი საშუალებას გვაძლევს, ადვილად დავეკონტაქტოთ ჩვენს ახლობლებს უცხოეთში.  ამასთანავე ინტერნეტის მეშვეობით შეგვიძლია სწრაფად მოვიპოვოთ ინფორმაცია ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით.




ბოლოს შეხვედრა შეაჯამეს მსაჯებმაქულებით და განმავითარებელი კომენტარებით. მათ მისცეს რჩვები  თანატოლებს, რომ  ეცადონ საღად და ლოგიკურად ჩამოაყალიბონ თავიანთი არგუმენტები.

ისინი დღითდღე იზრდებიან და ეუფლებიან დებატების ხელოვნებას. წინ კიდევ საინტერესო შეხვედრები ელით კლუბის წევრებს.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში სტაჟირების პროგრამის მონაწილე, ისტორიის მომავალი პედაგოგები:  სალომე ჭეიშვილი, ლალი რობაქიძე.

                                                                                                          კლუბის მეურვე: ნ.კალანდაძე



N6     შეხვედრა: ,,დისკუსიის წესები, როლი და მნიშვნელობა"


05.02.19
   დებატ-კლუბის  მიზნებიდან  გამომდინარე  მოსწავლეები  ჯერ კიდევ საბაზო საფეხურიდან  ეუფლებიან დისკუსიის ტექნიკასდისკუსია, როგორც ერთ-ერთი სწავლების მეთოდი, მოსწავლეებს ეხმარებათ  შესასწავლი საკითხის უკეთ გააზრებაშისწავლობენ   კამათის და საკუთარი აზრის გამოთქმის არგუმენტირებულად  ჩამოყალიბების და დასაბუთების უნარებს.
    








კონკრეტულად   დღევანდელ  შეხვედრაზე  მოსწავლეები გაეცნენ საკლასო დისკუსიის 
უნარებს.  
  კლუბის მეურვემ  კალანდაძემ , საკლასო დისკუსიის დროს,  მოსწავლეები  წრიულად განალაგა,  რათა  მათ  ჰქონოდათ საშუალება ვიზუალური კონტაქტი დაემყარებინათ  
ერთმანეთთან.




   მასწავლებელმა მოსწავლეებს აუხსნა საკლასო დისკუსიის  მნიშვნელობა და მისი როლი.  ის ხელს უწყობს მოსწავლეთა  ჩართულობის  ზრდას.   ხშირ შემთხვევაში,  დისკუსიაში პასიური  მოსწავლეებიც ხალისით  და ინტერესით ერთვებიან . 






 შეხვერდა N-5


29.01.19   წელი

 დებატებში მონაწილე მოსწავლეები იღებენ  იმ  აუცილებელ უნარ-ჩვევებს, როგორიც არის არგუმენტირებული მსჯელობის და   გუნდური მუშაობის  უნარი, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა განვითარებას და მათში თვითშფასების გაზრდას.



მე-6 კლასში ჩატარებული დებატების რეზოლუცია იყო -,,დიდ ქალაქში ცხოვრება სჯობს, სოფელში ცხოვრებას“.



მოსწავლეები დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით, კენჭისყრის წესით შეირჩა   რეზოლუციის მამტკიცებელი და უარმყოფელი მხარის წარმომადგენელი სპიკერები.

მამტკიცებელმა მხარე: ქალაქში ცხოვრების უპირატესობა წარმოაჩინა და მხარი დაუჭირა ამ პოზიციას, რადგან  მათი შეხედულებით ქალაქში მეტი პრესპექტივა  აქვს ადამიანს  დასაქმების მხრივ,  ვიდრე სოფელში. ასევე მათ ისაუბრეს,  რომ  კარგი    განათლების მიღება სწორედ  ქალაქშია შესაძლებელი, რადგან აქ არის  შექმნილი საჭირო რესურსი  განათლების მისაღებად.

რაც შეეხება უარმყოფელ მხარეს მათ ისაუბრეს იმ ეკოლოგიურ გარემოზე, სისუფთავეზე, ჯანსაღ საკვებზე  რომელიც სოფელშია და მას გამოარჩევს ქალაქში არსებული არაჯანსაღი გარემოსგან. ასევე ხაზი გაუსვეს იმ საკითხს, რომ კარგი განათლების მიღება სოფელშიც არის შესაძლებელი.

მოსწავლეები ყველა წესის დაცვით ცდილობდნენ თავიანთი პოზიციის წარმოჩენას და  არგუმენტებით დამტკიცებას.

ლოგიკურია შეხვედრა შეაჯამეს მსაჯებმა განმავითარებელი კომენტარებით და ქულებით. გასცეს რჩევები, იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია მეტი არგუმენტების წარმოდგენა და უფრო მკაფიოდ დასაბუთება მოსაზრებების.~

შეხვედრამ საინტერესოდ და წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა კი კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს განვითარებისკენ.


კლუბის მეურვე: ნათია კალანდაძე

სტაჟირების მონაწილე: ლალი რობაქიძე



04,07, 14, 18,21 დეკემბერი მონაწილეობა პროექტში ,,ევროპა წარმატებული მომავლისათვის"

ევროპა წარმატებული მომავლისათვის



N4 შეხვედრა

 რეზოლუცია   ,,არ აქვს მნიშვნელობა სად მიიღებ განათლებასმთავარია გქონდეს დიპლომი

27.11.18


დებატ-კლუბის მონაწილეთათვის რეზორუცია წინასწარ იყო ნაცნობი, რაც შეეხებოდა შემდეგ რეზოლუციას: ,,არ აქვს მნიშვნელობა სად მიიღებ განათლებას, მთავარია გქონდეს დიპლომი“, ომელი ერთო მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისთვის, რაც მათ მომავალ წინსვლას უწინამძღვრებს და ამ საფეხურიდანვე მისცემს საშუალებას იფიქრონ საკუთარი და ქვეყნის უკეთესი მომავლის საჭიროებაზე.
მოწავლეები შეუდგნენ რეზოლუციის მტკიცებასა და უარყოფას. ხოლო მსაჯები ყურადღებით უსმენდნენ ოპონენტთა არგუმენტებსა თუ ანალიზს წარმოშობილს საკითხის გარშემო. 


მოსწავლეებმა გამოკვეთეს აუცილებლობა უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხისა, რითაც ამტკიცებდნენ, რომ აქვს მნიშვნელობა სად ისწავლი და რა არის ამ შემთხვევაში პრიორიტეტული ადამიანისთვის რომელსაც სურს თავისი საქმის პროფესიონალი გახდეს. ასეთი კვალიფიციური მოქალაქეები კი, რომლებიც თავის საქმეში პირველები არიან შეძლებენ უკეთესი ქვეყნის შენებას. მტკიცებითი მხარე, ხაზს უსვამდა დიპლომის არსებობის აუცილებლობას დასაქმებისათვის და ამბობდა, რომ ყველგან შეძლებს სწავლას ადამიანი, მთავარია მას სურდეს განათლების მიღება.


 მოსწავლეები ამ საკითხებს ეცნობიან იმ სოციუმის მეშვეობით, რომლებიც მათ გარშემო თანაარსებობენ, ასევე ქვეყნაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, სკოლაში არსებული სწავლის ხარისხიდან და მაწავლებლებთან თანამშრომლობის მეშვეობით. მათი აზროვნება ნელ-ნელა მწიფდება და მასში ადგილს იკავებს  გლობალური საკითხები, როგორიც ამ განსახილველ რეზოლუციაში ,,განათლებაა“ და მისი გაუმჯობესების გზები.


მსაჯებმა შეაფასეს დებატორები ქულებითა თუ განმავითარებელი კომენტარებით, მისცეს რჩევები, რომ საჭიროა მეტი არგუმენტი, ფაქტების სისწორე და წყაროების დასახელება, როცა მაგალითის წარმოდგენა ხდება საჭირო და ეს უპირველესია საკითხის მტკიცებისას.

დებატ-კლუბის შეხვედრამ წარმატებულად ჩაიარა და მოსწავლეებს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაადგმევინა წინ წარმატებისკენ. 




N3 შეხვედრა - რეზოლუცია : ,,არ აქვს მნიშვნელობა მთის ინფრასტრუქტურას, მთავარია ტურისტები დაინტერესდნენ“

13.11.18
 დებატ-კლუბის პრინციპისა და მიზნებიდან გამომდინარე, მოსწავლეები საბაზო საფეხურის კლასებიდანვე ეცნობიან დებატების სპეციფიკას და აქედან გამომდინარე, უვითარდებათ ანალიტიკური და კრიტიკული მსჯელობის უნარი. 




ასევე, ყველა წესის გათავისება, რომელსაც ცივილური დებატები და მხარეთა პოზიციების დაცვა მოითხოვს.
მოსწავლეებს განემარტათ დებატების მნიშვნელობა და მიეცათ ინსტრუქციები, რათა პატივისცემით მოპყრობოდნენ ყოველ მოსაზრებას, კორექტულები ყოფილიყვნენ ოპონენტთან ფაქტების შენიშვნისა თუ შესწორების დროს და თავიანთი მოსაზრებები არგუმენტებით გაემყარებინათ.



 ეს მოსწავლეებს უყალიბებს ჯანსაღ საასპარეზო არეალს და განვითარების დიდ შესაძლებლობას. მე-6 კლასში გამართულ დებატებში, რომლის რეზოლუცია იყო: ,,არ აქვს მნიშვნელობა მთის ინფრასტრუქტურას, მთავარია ტურისტები დაინტერესდნენ“, მოსწავლეები ადვილად ორიენტირდნენ საკითხის გარშემო გამოწვეულ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გაზების ძიებაზე. ,,პოზიციის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს თამაშის დაწყებამდე, რომ რთულია დაეთანხმო ამ რეზოლუციას, როცა საპირისპიროს მოითხოვს ტურიზმის განვითარება, თუმცა, მათ გაითავისეს თავისი როლი და მსჯელობა რეზოლუციის დამტკიცების შესაძლებლობისკენ მომართეს.



   მოსწავლეებმა ყველა წესის დაცვით დააფიქსირეს თვიანთი პოზიციის სისწორე. დებატებში ,,ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა გამოკვეთეს, რომ ბუნებრივი პოტენციალის მიუხედავად საჭიროა ინფრასტრუქტურის არსებობა, რათა მეტად ხელმისაწვდომი გახდეს, როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის მთის მატერიალური თუ არამატერიალური მემკვიდრეობის გაცნობა და მისი ღირებულების ხაზგასმა. მოსწავლეები მთის მოსახლეობის პრობლემებსაც შეეხნენ, რათა მეტად გაეაზრებინათ და გაეთავისებინათ იქ მცხოვრებთა პირობები და სახელმწიფოსა თუ მოქალაქეთა როლი ამ პრობლემების გამოსწორების საქმეში.


 ხელთუქმნელი ბუნებიდან გამომდინარე, მისი დაუზიანებლობის ხაზგასმას მოჰყვა ,,პოზიციის“ მხარე, ნატურალური პროდუქციისა თუ თუნდაც სამშნებლო მასალების მთაში მოპოვებას, რითაც ცდილობდა ამ რეზოლუციის სისწორის დამტკიცებას.
მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი ამ დავალებას. მათ გაიაზრეს თუ რამდენად მდიდარია საქართველო ამ კუთხით, როგორი მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და გაფრთხილება. ასევე, აღმშენებლობის კურსის მნიშვნელობა მთის მოსახლეობისათვის და ამ რესურსის ხელმისაწვდომობის რეალიზება.
ამ აქტივობამ კიდევ ერთი უნარი შესძინა მოსწავლეებს. გააღვივა მათი ინტერესი და შრომისმოყვარეობის ხარისხი მეტად აამაღლა.

                                                          ნათია კალანდაძე   
   სალომე ჭეიშვილი
ლიკა გოშხეთელიანი
 დავით დავითაძე

                                                                                                                                



N2 შეხვედრა   კლუბს ესტუმრა ქ-ნ ცისანა პირველაშვილი

30.10.18

  2018 წლის 19 ოქტომბერს დებატ-კლუბში მოწვეულ იქნა ქ-ნ ცისანა პირველაშვილი, რომელმაც თავის დროზე 2009 წელს კლუბის მეურვესთან ნათია კალანდაძესთან ერთად კლუბს უწოდა სახელი ,,ღირსება". 





ამ დროდან დღემდე კლუბი ამ სახელს ატარებს. მან კლუბის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუთხრა წარსულის ლამაზ დღეებზე, ბავშვებს ესაუბრა ადამიანის, საზოგადოების, ქვეყნის მნიშვნელობაზე. 




პიროვნების როლზე სოციუმში და ვფიქრობთ თაობათა დიალოგი უმნიშვნელოვანესია ჩვენი მომავლისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ ქ-ნ ეთერ გუბელაძე, ისტორიის კლუბის ,,ბაგრატიონი" და რუსუდან კოხრეიძე პროექტ ,,ბიოქიმია მომავლისათვის" ფარგლებში დაარსებული კლუბის ,,მომავლის მეცნიერები" მეურვე. 



ვფიქრობთ შეხვედრა ძალზე მნიშვნელოვანი და შემეცნებითი იყო. აქვე დაიგეგმა ვეწვიოთ გამოჩენილი, ღირსეული ადამიანების სახლ-მუზეუმს, ქალაქს. 



N1 შეხვედრა ლიდერის არჩევა

29.10.18

   2018-19 სასწავლო წელი დებატ-კლუბმა ,,ღირსება" შეხვედრა დაიწყო საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით. კლუბში გაწევრიანებული არიან VI ა კლასის მოსწავლეები.





მომავალი მოქალაქის ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანესი პროცესია, კლუბი ხელს უწყობს გუნდურობას, ურთიერთთანამშრომლობას და პატივისცემას. ხელს შეუწყობს არაფორმალურ განათლებას. 





 დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე წევრების მიერ არჩეულ იქნა კლუბის ლიდერი. წარმოდგენილი იყო ორი კანდიდატურა: ლიკა გოშხეთელიანი და დავით დავითაძე.



 ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა ლიკა გოშხეთელიანმა, დავით დავითაძეს მიენიჭა კლუბის მენეჯერის ფუნქცია, თაკო ტურაბელიძე დაინიშნა კლუბის კოორდინატორად. 





კლუბის მეურვე არის ისტორიის წამყვანი პედაგოგი: ნათია კალანდაძე. კლუბს ამ დღეს სიმბოლურად სტუმრად ჰყავდა ახალგაზრდა მომავალი პედაგოგი სალომე ჭეიშვილი, რომელიც სტაჟირებას გადის ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში. 






შეხვედრა მართლაც საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო თითოეული მონაწილისათვის, მათ შეიგრძნეს პასუხისმგებლობის მნიშვნელობა, იციან, რომ სკოლა არის პატარა სახელმწიფო, თითოეული მოსწავლე მომავალი მოქალაქე და ჩვენ ყველას მოვალეობა გვაქვს ქვეყნის წინაშე, შესაძლებლობების ფარგლებში ვიზრუნოთ მის განვითარებაზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий