Страницы

საგანმანათლებლო პროექტი ,,გზა ევროპისკენ"

პროექტი ,,გზა ევროპისკენ" შეჯამება: სტუმრად ბ–ნ გიორგი ფარეშიშვილი

ქუთაისის მეთხუთმეტე საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი. მისი სტუმრობის მიზანს სკოლაში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო კუთხის გახსნა და მისი შესაბამისი ლიტერატურით აღჭურვა წარმოადგენდა. 

26 დეკემბერს მოხალისეობაზე დაწყებული პროექტი ,,გზა ევროპისკენ" 20 აპრილს შევაჯამეთ აღნიშნული შეხვედრით.
ბ–ნი გიორგი ამავე დროს გაეცნო იმ აქტივობებს, რომლებიც სკოლაში მოქმედი მოსწავლეთა კლუბების მიერ განხორციელდა.



მადლობა ბ–ნ გიორგი ფარეშიშვილი, სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. მადლობა სკოლის დირექტორს Eliso Jibladze და დირექტორის მოადგილეს Nino Tvalabeishvili.
პროექტის მიზანი იყო შემდეგი:
მოსწავლეები გაეცნონ ევროკავშირის ისტორიას, ხელი შევუწყოთ მოსწავლეების და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დემოკრატია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს ევროინტეგრაცია ინოვაციური, ინტერაქციული გზით. 




⦁ ევროკავშირთან და მის პოლიტიკასთან მიმართებით, შეაფასებენ საკუთარ როლს ამ მოვლენებში რაც ხელს შეუწყობს, რომ მომავალში შეძლონ:
⦁ გაანალიზონ მოქალაქეების როლი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში,;
⦁ გახდნენ მეტად ინფორმირებული ევროკავშირის სტრუქტურის, მიზნებისა და საქმიანობის შესახებ და რამდენად უწყობს ხელს ის ქვეყნის განვითარების პროცესს;
სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.



,,გზა ევროპისკენ და ჩვენ"

2017 წლის 29 მარტს ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში პროექტში ,,გზა ევროპისკენ" მომდევნო შეხვედრა გაიმართა მასში მონაწილეობს იღებს სკოლაში არსებული 5 კლუბი.შეხვედრის თემა იყო ,,გზა ევროპისკენ და ჩვენ".

სასწავლო პროექტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოსწავლეების ინფორმირებას: ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირსა და ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს შორის, რომელიც მათ შორის თანამშრომლობის სტრუქტურას ქმნის. ხელშეკრულების არეალი მოიცავს პოლიტიკის, ვაჭრობის, სოციალური საკითხების განვითარებას, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებს. სწორედ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მოსაზრება წარმატებული მომავლისათვის.



,,საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და საქართველოს სოფლის მეურნეობა".


2017 წლის 29 მარტს ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში პროექტში ,,გზა ევროპისკენ" მომდევნო შეხვედრა გაიმართა მასში მონაწილეობს იღებს სკოლაში არსებული 5 კლუბი.





შეხვედრის თემა იყო:,,საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და საქართველოს სოფლის მეურნეობა". შეხვედრის სტუმარი იყო DCFTA საინფორმაციო ცენტრის ექსპერტი: თათია მერკვილაძე, მან ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან დეტალზე, რაც საინტერესო იქნებოდა თემიდან გამომდინარე პროექტის მონაწილეებისთვის. საპროექტო ჯგუფი მადლობას უხდის მას მოხალისეობრივ საწყისებზე მონაწილეობისთვის. აღნიშნულ შეხვედრაზე ფართო აუდიტორიის წინაშე დებიუტი ჰქონდათ საპრეზენტაციო მიმართულებით მეხუთე კლასის მოსწავლეებს: ჯაბა სვანიძეKeso YubaneishviliMari Sopromadzeვფიქრობთ მათი მოტივაცია სხვებისთვის კარგი მაგალითი იქნება.



,,საქართველო არჩევანის წინაშე-განათლება, ჯანდაცვა და ეკოლოგია"



2017 წლის 1 მარტს ქუთაისის მეთხუთმეტე საჯარო სკოლაში საგანმნათლებლო პროექტის ,,გზა ევროპისაკენ“ ფარგლებში გაიმართა სიმულაციური კონფერენცია ,,საქართველო არჩევანის წინაშე-განათლება, ჯანდაცვა და ეკოლოგია". შეხვედრას ესწრებოდა სკოლის 5 კლუბის წარმომადგენლები: სამოქალაქო კლუბი ,,მომავალი ჩვენია“, დებატ-კლუბი, ისტორიის, ეკო-კლუბისა და პროექტ ,,ბიოქიმია მომავლისათვის“ ფარგლებში შექმნილი კლუბი ,,მომავლის მეცნიერები“.



 ამ დღეს კონფერენციას მოწვეული ჰყავდა ახალგაზრდა, წარმატებული და პერსპექტიული თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი Zaza Zangurashvili ზაზა ზანგურაშვილი. 
სიმულაციური კონფერენციის მიზანი იყო პრაქტიკულ, კეთებით სწავლებაზე დაფუძნებული ანალიტიკური უნარების განვითარება. პროექტის მონაწილეებს საპროექტო ჯგუფის წარმომადგენლები დეტალურად უხსნიდნენ თუ რა დატვირთვა ჰქონდა თითოეულ მიმართულებას. 


მათთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ზაზა ზანგურაშვილის მოსაზრებები, მისი ცოდნა, დამოკიდებულებები ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით. შეხვედრას ესწრებოდა ისტორიის კათედრის წევრები: Eliso Jibladzeე.ჯიბლაძე-სკოლის დირექტორი, ე.გუბელაძე და ნ.კალანდაძე-ისტორიის პედაგოგები და კლუბის მეურვეები N15 საჯარო სკოლაში.




თემა ,,ევროკავშირი და საქართველო“


2017 წლის 22 თებერვალს ქუთაისის მეთხუთმეტე საჯარო სკოლასაჯარო სკოლაში საგანმნათლებლო პროექტის ,,გზა ევროპისაკენ“ ფარგლებში ჩატარდა მორიგი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა სკოლის 5 კლუბის წარმომადგენლები: სამოქალაქო კლუბი ,,მომავალი ჩვენია“, დებატ-კლუბი, ისტორიის, ეკო-კლუბისა და პროექტ ,,ბიოქიმია მომავლისათვის“ ფარგლებში შექმნილი კლუბი ,,მომავლის მეცნიერები“. შეხვედრის თემა იყო ,,ევროკავშირი და საქართველო“.



 ისტორიის კლუბის კოორდინატორმა აუდიტორიას წარუდგინა მოხსენება: ,,ძირითადი ისტორიული ასპექტები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთიობის შესახებ“.პროექტის მონაწილეებმა შესაძლებლობების ფარგლებში იმსჯელეს აღნიშნულ თემასთან მიმართებით. შეხვედრის დასასრულს ჩამოაყალიბეს პროექტის ძირითად მიმართულებებზე მოსაზრება და დაიგეგმა სიმულაციური კონფერენცია:,,საქართველო არჩევანის წინაშე:ევროპული გზა-განათლება, ეკონომიკა, ეკოლოგია, ჯანდაცვა“.





პროექტის ფარგლებში ფუნქციების დელეგირება

2017 წლის პირველი შეხვედრა გაიმართა ქუთაისის მეთხუთმეტე საჯარო სკოლაკლუბ ,,მომავალი ჩვენია“–ს წევრებთან და დებატ–კლუბის აქტიურ მონაწილეებთან. სიმბოლურია, რომ პირველი შეხვედრა, სწორედ პროექტით ,,გზა ევროპისაკენ“ დაიწყო. 



შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლაში არსებული კლუბების ლიდერები, მენეჯერები და კოორდინატორები. ასევე სამოქალაქო კლუბისა და ისტორიის კლუბის მეურვეები, დებატ–კლუბ ,,ღირსება“–ს ლიდერი და მენეჯერი. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 26 დეკემბერს ქუთაისის მეთხუთმეტე საჯარო სკოლამ ტრადიციულად დაიწყო ახალი სასწავლო საგანმანათლებლო პროექტი ,,გზა ევროპისაკენ“. სწორედ აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ფართო აუდიტორიის წინაშე. 



































აღნიშნულ შეხვედრაზე თითოეული მონაწილე აქტიურად ჩაერთო მსჯელობაში, კიდევ ერთხელ ერთად გაიაზრეს პროექტის მნიშვნელოვანი დეტალები, ერთად განსაზღვრეს და ჩამოაყალიბეს სამოქმედო გეგმა,შეთანხმდნენ მომავალ სატრენინგო თემატიკაზე.



პროექტის პრეზენტაცია

2016 წლის 26 დეკემბერს ქუთაისის მეთხუთმეტე საჯარო სკოლამ ტრადიციულად დაიწყო ახალი სასწავლო საგანმანათლებლო პროექტი ,,გზა ევროპისაკენ“. სწორედ აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ფართო აუდიტორიის წინაშე. პროექტის იდეის ავტორები:
ელისო ჯიბლაძე (სკოლის დირექტორი)
ნათია კალანდაძე (სკოლის ისტორიის პედაგოგი,სამოქალაქო კლუბის, ისტორიის კლუბის და დებატ-კლუბის მეურვე)

პროექტის მენეჯერი: ეთერ გუბელაძე - ისტორიის კლუბის მეურვე
პროექტის კოორდინატორი: ინგა თათელიშვილი-ეკო-კლუბის მეურვე


აღნიშნულ შეხვედრაზე სკოლამ მიიღო ვიდეო მიმართვა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილის გიორგი ფარეშიშვილისგან, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას და მათ გუნდს

Комментариев нет:

Отправить комментарий