Страницы

ჩემი სტატიები



                       ,,სწავლა-სწავლების სტრატეგიები ისტორიის გაკვეთილზე“

   სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. ბოლო წლებში დასავლეთის საგანმანათლებლო სივრცეში სულ უფრო ხშირად საუბრობენ რთული სააზროვნო უნარ-ჩვევების - კრიტიკულ აზროვნების, შემოქმედებითი აზროვნების და რეფლექსიური აზროვნების სწავლებაზე. მოსწავლე უნდა გასცდეს მასალის უბრალოდ დამახსოვრება-გაზეპირებას. კერძოდ, მან ცოდნის დაგროვებასთან (ინფორმაციის შენარჩუნება) ერთად უნდა შესძლოს ამ ცოდნის გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და ბოლოს, შეფასება. ამ დროს მოსწავლე არა მხოლოდ ფლობს ინფორმაციას, არამედ მას შეუძლია ქმედება. საინტერესოა, რომ რაიმეს სწავლა სწორად აზროვნების შედეგია.  რაც შეეხება კეთებით სწავლებასკეთებით სწავლების ანუ პრაქტიკის მეთოდის გამოყენების დროს ხდება ზუსტი ინსტრუქციის მიწოდება ექსპერიმენტის ან სიმულაციისთვის და არა ინფორმაციის მიწოდება. იგი მიზნად ისახავს, მოსწავლეებმა შეასრულონ ისეთი ქმედებები რომლებიც ხელს უწყობს ცოდნის ან ჩვევის ფორმირებას. (როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება (მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო) 2007 წ, ნაწილი I
   თანამშრომლობითი, კეთებით სწავლება უზრუნველყოფს მოსწავლეებში: უფრო მაღალ მიღწევებს და შედეგს; უფრო ყურადღებიან დამოკიდებულებას ერთმანეთთან; სტრესული ფონის შემცირებას. ამ დროს მოსწავლეები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ ავითარებენ პიროვნულ უნარ-ჩვევებს. კეთებით სწავლება, გარდა კომუნიკაციური და თანამშრომლობითი უნარებისა, ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი რთული სააზროვნო უნარების განვითარებას, როგორიცაა1.ინფორმაციისადმი კრიტიკული მიდგომა და საკუთარი თვალთახედვის არგუმენტირება; 2.კრეატიულობა;3.ცოდნის ტრანსფერი - ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენება. სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის უმნიშვნელოვანესი მიზანია. აზროვნების ამოქმედების დროს მოსწავლე ნასწავლ მასალას კი არ იზეპირებს, არამედ იაზრებს, რაც ხდის მას უფრო გამჭრიახს და მისი აქტიურობა სასწავლო პროცესში იზრდება.თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი ცნობილი მეთოდი არის სიმულაცია, ანუ  როლური თამაში, რომელიც  მოსწავლეთათვის განსაკუთრებით სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს და მათ მაღალ სააზროვნო უნარებს უვითარებს
      სიმულაცია გულისხმობს ისეთი ხელოვნური სიტუაციების შექმნას, რომლებიც რეალობის მსგავსია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიმულაცია არის რეალობის გათამაშება. სიმულაციას ადამიანების მონაწილეობით კი როლურ თამაშს უწოდებენ.

როლური თამაშები სწავლების აქტიური ფორმაა. ამ დროს მოსწავლეები არა მხოლოდ გონებრივად, არამედ ფიზიკურადაც აქტიურები არიან, მათ საშუალება აქვთ, გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულებები, ემოციები, რაც აადვილებს სწავლის პროცესს და მასალის ათვისებას. (,,სოფიკო ლობჟანიძეროლური თამაში - თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი მეთოდი, ა.შურღაია, 2012 წ, 2 მაისი)

  VII  კლასში ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით  (ისტ.  VII 4.) მოსწავლეს  უნდა  შეეძლოს იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში. ამ კონკრეტული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი და რეალური შესაძლებლობაა აქტივობა

,,შექმენი და განასახიერე ისტორიული პიროვნება“ (ნ.კალანდაძე)

გაკვეთილის თემა: ,,დანიელები (ნორმანები) ინგლისში“

გაკვეთილი დაეფუძნა ესგ შემდეგ ინდიკატორებს:

ისტ.VII.7. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და  ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის  სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.

ისტ.VII მასწავლებლის დახმარებითმოსწავლე  თანაკლასელებთან ერთად ებმება როლურ თამაშში და მსჯელობს საკლასო დადგმაში გადმოცემული ისტორიული ფაქტების შესახებ.

ისტ.VIIმასწავლებლის მიერ შეთავაზებული ეპოქიდან მოსწავლე ასახელებს წარმატებულ ისტორიულ პირებს, განსაზღვრავს მათ სოციალურ სტატუსს

 და აყალიბებს მისი წარმატების მიზეზებს;


I-ფაზა-გამოწვევა

1.მოსწავლეებში  წინარე  ცოდნის გააქტიურებისა და მათი პროვოცირების მიზნით  მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს წარმოადგინონ სურვილის მიხედვით  მათ მიერ შექმნილი საგაკვეთილო რესურსი, რომელიც უკავშირდება სამეფო ინსიგნიებს და კონკრეტული მეფის მოდელს. 

მეფე ართური (გობელინის ფრაგმენტის მიხედვით)



კონკრეტულ აქტივობას პედაგოგი იყენებს II ფაზაზე, მის  განსახორციელებლად მასწავლებელი კლასს აძლევს შემდეგ ინსტრუქციას: თითოეული მოსწავლე ინდივიდუალურად მუშაობს საგაკვეთილო ტექსტზე მარკირების მეთოდის გამოყენებით, რისთვისაც მთელ კლასს აძალევს შესაბამის დროს. მოსწავლეები წყვილებში მუშაობის დროს ჩამოყალიბებნ მნიშვნელოვან საკვანძო სიტყვებს.  აღნიშნული აქტივობის შემდეგ  შემდეგ მასწავლებელი მიმართავს კლასს და სურვილის მიხედვით  4 მოხალისე ასრულებს  მთავარ როლს: 1. ალფრედ დიდი 2. ალფრედ დიდის მეუღლე-დედა დედოფალი 3. კნუტ დიდი 4 -5 მემატიანეები. გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ტრანსფერი რეალურად ხდება, როდესაც პედაგოგი მათ მიაწვდის წინასწარ ფურცლებზე დაწერილ განსახორციელებელ როლებს და ასახიერებენ საგაკვეთილო თემაში მოცემულ ისტორიულ პიროვნებებს. III  ფაზაზე, როლური თამაშის შემდეგ მთელი კლასი ერთვება დისკუსიაში, სადაც ერთად მსჯელობენ  გადმოცემული ისტორიული ფაქტების შესახებ.

                               




 მოხალისეობაზე საშინაო დავალებაში შესრულებულმა რესურსმა ,სამეფო გვირგვინების  სახით კიდევ უფრო ეფექტური  გახადა კონკრეტული სიმულაცია.
     აღნიშნულმა დავალებამ, მოსწავლეებს მისცა იმის საშუალება, რომ ახალი მასალის სწავლებისა და დამუშავების პროცესში (კეთებითი სწავლების მეთოდი) მოსწავლეებს თავად მოეხდინათ ცოდნის კონსტრუირება და თვალსაჩინოდ წარმოედგინათ აღნიშნული აქტივობა.

  ვფიქრობ, რომ ეს მეთოდი მოსწავლეებს უვითარებს თანამშრომლობის და თანადგომის  უნარებს, აახლოებს ერთმანეთთან კლასს და ერთ დიდ გუნდად კრავს.  ამასთანავე  მსგავსი  მეთოდებით მოსწავლეები  აღმოაჩენენ თავიანთ შესაძლებლობებს და გარკვეული კუთხით თავიანთ ნიჭს სხვადასხვა სფეროში. კეთებით სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლე საკუთარი ცოდნის, წარმოსახვის, ინტელექტისა და შემოქმედების ნაყოფს ხედავს. ეს მას სიამოვნებას ანიჭებს, რაც, ერთი მხრივ, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების სტიმულს აძლევს, მეორე მხრივ კი აცნობიერებინებს და აჩვევს მას, რომ მოფიქრება და ჩანაფიქრის განხორციელება ერთი მთლიანი პროცესის ორი ფაზაა. (,,კეთებით სწავლა გეოგრაფიის გაკვეთილზე, 25  ოქტომბერი, 2017 წ,  მაია ბლიაძე)
       მოსწავლეებში მოტივაციის ზრდა, როგორც კონკრეტულ ამ გაკვეთილზე, ასევე შემდეგ გაკვეთილზეც სადაც  წარმოდგენილმა დავალებამ მიიღო რესურსის სახე, წარმოდგენილ იქნა ალფრედ დიდის მოდელი, რომელიც შექმნილილი იყო პლასტელინით. მოსწავლეებმა გამოაავლინეს წინარე ცოდნისა და  სასწავლო უნარ-ჩვევების  ფლობის მაღალი დონე.
1. თვითრეფლექსიას2. თვითრეალიზებას; 3. ქმედებაზე ორიენტირებული კომპეტენციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის გამომუშავებას;4.სოციალური კომპეტენციების გამომუშავებას;5. განსაზღვრული/მოცემული ქმედებების იმიტაციას და დახვეწასსკოლისა და მასწავლებლის დანიშნულება არის სწავლება/სწავლისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლას აღმოჩენით.

,,გახსენი ისტორიის სკივრი“(ნ.კალანდაძე):

 მე-7 კლასი, რომელიც მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა და ინტერესთა სფერო, ყურადღების კონცენტრაცია და ისტორიის საგნისადმი დამოკიდებულება ყოველ ბავშვს ინდივიდუალური აქვს, მასწავლებელი ყოველთვის მზად უნდა იყოს შექმნას ყველასთვის ისეთი შემეცნებითი გარემო, რომ მოსწავლეებმა მასწავლებლის მიერ შექმნილი აქტივობებით ხალისით შეისწავლონ ეს საგანი. მათთვის წლები და მოვლენები მშრალ ფაქტებად არ დარჩეს, არამედ შეძლონ არგუმენტირებული მსჯელობა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გააზრებით, რათა შეეძლოთ ადეკვატურად დააკავშირონ ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან (ისტ.VII.1.)
აღსანიშნავია დღევანდელი თაობის მიმღებლობის  და აქტიურობის ხარისხი, როცა ისინი დიდი შემართებით არიან  ჩართული საგაკვეთილო პროცესში, რასაც პირველ რიგში მასწავლებლის მიერ შექმნილი  გარემო  უზრუნველყოფს.

      აქტივობა ,,გახსენი ისტორიის სკივრი“ მოსწავლეებისთვის მოულოდნელი იყო, ისინი არ იყვნენ ინფორმირებულნი ამ აქტივობის წესების შესახებ, თუმცა მოხალისეობის სურვილი ბევრმა გამოხატა, რადგან კლასში მასწავლებლის მიერ განხორციელებული აქტივობების სიხშირე მათ გამბედაობასა და მზაობაზე აისახება.

  ,,გახსენი ისტორიის სკივრი“ მოსწავლეებს აერთიანებს და შესწავლილი მასალის გააქტიურებას მეტად შემეცნებითს ხდის. თითოეულ მოხალისე მოსწავლეს კლასი სურვილისამებრ უსვამდა თითო შეკითხვას, კითხვა-პასუხი კი უშუალოდ ეფუძნება ესგ სტანდარტებს, რომ მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმები ( ისტ.VII.3);  შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია განასხვავოს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით (ისტ.VII.8.) და ბლუმის ტაქსონომიის პირველ დონეზე. დაფაზე აქტივობისთვის გამოსახული ცხრილი ცხადყოფდა მოხალისეთა შედეგებს, რომლის შესაბამისად მათ ჰქონდათ უფლება გაეხსნათ ისტორიის ყუთი და ბრმა შერჩევის მეთოდით ყუთიდან ამოეღოთ მასწავლებლის მიერ მომზადებული სიმბოლური ნივთი, რომელიც მოხალისეს წარმატების ნიშნად გადაეცემოდა.

                                           

 პირველ რიგში ეს აქტივობა ხსნიდა იმ სირთულესა და დაძაბულობას, რომელსაც ქმნის ბეჭდური სახით ჩატარებული ტესტირება. მოხალისეებმა გამოცადეს სასიამოვნო ღელვა და რა თქმა უნდა გამოიცადა მათი ცოდნა, რომელიც ამ ხნის მანძილზე დაუგროვდათ და რომლის რეალიზება ამ ეტაპზე მოახდინეს მეგობრების, კლასელების წინაშე. ხოლო მოსწავლეებს, რომლებიც კითხვებს სვამდნენ ამ აქტივობისას, გამოუმუშავდათ კითხვის სწორად დასმის უნარი,  რჩევებით მასწავლებლისა თუ კლასელების მხრიდან,მიიღეს განმავითარებელი კომენტარები. აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს   ისწავლონ საკითხის სწორად გააზრება, ჩამოუყალიბდეთ მეგობრობის, მხარდაჭერის და მოქალაქეობრივი თვითშეგნების უნარები, რომლების პასუხისმგებლობაზეა დაფუძნებული.  როლების სწორად გათავისებამ  შედეგზე ორიენტირებული გახდა ეს აქტივობა და ასევე მათ ბიძგი მისცეს ერთმანეთს მოხალისეთა რიგებში ჩამდგარიყვნენ.


  ძალიან დიდი მოტივაცია იყო კლასში ამ აქტივობის განხორციელებისას, მოსწავლეებს  მისცა მოტივაცია და უნარების გამომჟღავნების საშუალება მთელი კლასის ჩართულობით. მასწავლებელმა მოსწავლეებს ურჩია, მომავალში შექმნან მათ მიერ მოფიქრებული და შექმნილი ,,საჩუქარი“, თუნდაც ბარათები წერილით, რომელიც შემდეგში მათთვის მეტად ღირებულს გახდის ამ აქტივობას.
     თუ ჩვენი მიზანი იქნება, ისტორიული ფაქტების ანალიზის მეშვეობით მოზარდს განუვითაროთ კრიტიკული აზროვნება და ანალიზის უნარი, ეს მას მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუნარჩუნდება და წარსულის ცოდნა მომავლის საუკეთესო იდეებს აღმოაჩენინებს. თანამედროვე სკოლის უპირველესი ამოცანაც მოსწავლის მომზადებაა კონკურენტული გარემოსთვის, სკოლამ წარმატებული ადამიანები უნდა მოუმზადოს საზოგადოებას, რაც სხვა თვისებებთან ერთად (შრომისმოყვარეობა , ნებისყოფა, პატიოსნება და .) დამოკიდებულია ცოდნის უნარჩვევებზე, რასაც მოსწავლეები განათლების გზით ღებულობენ.(,,ისტორიის სწავლების მნიშვნელობისთვის“, 25 თებერვალი, 2012 ირაკლი კაკაბაძე) ამ  გაკვეთილებს ესწრებოდნენ სტაჟირებაზე მყოფი ისტორიის ბაკალავრები, რომლებიც აკვირდებოდნენ სწავლა-სწავლების ამ პროცესს და პედაგოგი მათთან ერთად ერთად განიხილავდა თითოეულ დეტალს.   
 ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესი ანალიზსა და შეფასებას მოითხოვს. მით უფრო, ისეთი ურთულესი პროცესის, როგორიცაა სწავლება. სწავლების პროცესის წარმმართველ ფიგურას, პედაგოგი წარმოადგენს, ხოლო მისი დასაყრდენი ძალა მოსწავლეთა შესაძლებლობები და მოტივაციაა. პედაგოგისადმი წაყენებული მოთხოვნები, საგნის ცოდნასა და ამ საგნის სწავლების მეთოდიკამდე დაიყვანება.
ლიტერატურა:

1. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება (მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო) 2007 წ, ნაწილი I  http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-10&cl=CL2.19&d=HASH53faba1e9f16a8a26bc137.2&gt=1
2. ,,ისტორიის სწავლების მნიშვნელობისთვის“, 25 თებერვალი, 2012 ირაკლი კაკაბაძე http://mastsavlebeli.ge/?p=3488
3. ,,სოფიკო ლობჟანიძეროლური თამაში - თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი მეთოდი, ა.შურღაია, 2012 წ, 2 მაისი
4. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება (მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო) 2007 წ, ნაწილი I
5. ,,კეთებით სწავლა გეოგრაფიის გაკვეთილზე, 25  ოქტომბერი, 2017 წ,  მაია ბლიაძე
6. ,,განვითარებისა და სწავლის თეორიები ‘’, ახალი განათლება, 21.12.11
7. ,,მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების საშუალებების ძიება ისტორიის გაკვეთილზე" GESJ: Education Science and Psychology 2014 | No.1(27); Teachers’ first conference “University and School - essential to each other”, 29-30 November 2013. Materials





აწსუ VIII საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ა
VIII INTERNATIONAL SCIENTIFIC-METHODOLOGICAL
C O N F E R E N C E

,,დოკუმენტური ფილმებით სწავლება, როგორც მოტივატორი ისტორიის გაკვეთილზე"




გამოქვეყნებული სტატიები

კონფერენციებზე მონაწილეობის ამსახველი მასალა


ეფექტური კომუნიკაცია - სკოლის ორგანიზაციული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი








Комментариев нет:

Отправить комментарий