Страницы

среда, 15 июня 2016 г.

სიახლეების ველი

                                 
პროექტის,,გზა ევროპისაკენ" შეჯამება






                                      პროექტი ,,მომავლისაკენ სავალი გზები“
                                                      
პრესკონფერენციის მოდელირება ,,ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივა ქუთაისში“                                                              



                                                               ა ნ გ ა რ ი შ ი

2016 წლის  8 ივნისს  პროექტ ,,მომავლისაკენ სავალი გზები“ ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა პრესკონფერენციის მოდელირებით.შეხვედრის თემად აღებულ იქნა ,,ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივა ქუთაისში“.






                               


 პატარებისთვის ეს იყო პირველი სერიოზული ნაბიჯი ამ მიმართულებით, სტუმრებს წარმოადგენდა სამთავრობო დელეგაცია და ქართული, უცხოური მედიასაშუალებები. 








                                             



                                





შეხვედრა წარიმართა ოთხი პედაგოგის თანამშრომლობით: ნ.კალანდაძე, ს.კუპატაძე, ქ.ნიკოლეიშვილი,ე. გუბელაძე. შეხვედრის დეტალებზე ვთანამშრომლობდით პროექტის მენეჯერთან, ქ.ქუთაისის N15 საჯარო სკოლის ინგლისური ენის  პედაგოგი–ქეთევან ბაბუნაშვილთან, სკოლის დირექტორთან, მოადგილესთან  და დამრიგებელთან ქ–ნ ლია ყიფიანთან.შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის N15 საჯარო სკოლის პედაგოგი ქ–ნ ცისანა პირველაშვილი, მშობლები, რომლებმაც დაინტერესება გამოხატეს პროექტის მიმართ.



პროექტის მიზანია:
·                     ხელი შეუწყოს პედაგოგების რეალურ თანამშრომლობას ინტეგრირებული გაკვეთილების მიმართულებით და ჩამოყალიბდეს ახალი ხედვები
·                     ხელი შეუწყოს მოსწავლეთა განვითარებას და სიღრმისეულ სწავლებას
·                     მოსწავლეებმა  მოახდინონ საკუთარი ძალების რეალიზება.
·                     ხელი შეუწყოს კომუნიკაციას სკოლასა და უნივერსიტეტებს შორის,  თანამშრომლობას მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის.






   აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტი უკვე მესამე წელია რაც აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივ მეცნიერებისა და უცხო ენების კათედრასთან. მოსწავლეები მაქსიმალურად ითავსებდნენ თავიანთ როლს, აცნობიერებდნენ თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მათ საზოგადოებაში, ჟურნალისტები იყვნენ დახვწილები და კომპეტენტურად წარმოადგენდენ თავიანთ თავს.





აქ მნიშვნელოვანია სამი მიმართულება:

·                     იდენტიფიკაციის პრობლემა და დაზუსტება
·                     ინფორმაციის ანალიზის მონაცემები 
·                     წმინდა კომუნიკაციის შედეგები


პედაგოგებმა უნდა იმუშაონ შემდეგი მიმართულებით


·                     როგორ  შეგროვდება მონაცემები თემატიკასთან მიმართებით
·                     რა მონაცემები იქნება გაანალიზებული
·                     ჩარჩოს ახსნა,  წარდგენის შედეგები




    მოსწავლეებმა მოახდინეს საკუთარი ცოდნის ტრანსფერი, რეალურად გააცნობიერეს თუ რა მნიშვნელობა აქვს ტურიზმს ქვეყნის განვითარებაში და რა შესაძლებლობების მქონეა ჩვენი ქვეყანა და კერძოდ, კი ქუთაისი.


Комментариев нет:

Отправить комментарий